მაქს ვებერი
მაქსიმილიან კარლ ემილ ვებერი (გერმ. Max Weber; დ. 21 აპრილი 1864 — გ. 14 ივნისი 1920) — გერმანელი სოციოლოგი, ფილოსოფოსი. დიდი გავლენა მოახდინა სოციოლოგიურ თეორიაზე, სოციოლოგიურ კვლევასა და საკუთრივ სოციოლოგიის დისციპლინაზე.[15] ხშირად ემილ დიურკემთან და კარლ მარქსთან ერთად მოიხსენიება როგორც სოციოლოგიის ძირითადი ფუძემდებელი.[16] ბერლინში, ფრაიბურგში, ჰაიდელბერგსა და მიუნხენში იყო პროფესორი. მაქს ვებერის სამეცნიერო მოღვაწეობის დიაპაზონი მეტად ფართო იყო. იგი არის დისციპლინათა შორისი მიდგომის მამამთავარი. მრავალი შრომის ავტორია. მისი შრომები შეეხება მეურნეობისა და სოციალური ფორმების ისტორიას, რელიგიასა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურას, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ლოგიკასა და მეთოდოლოგიას. მისმა შეხედულებებმა დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის სოციოლოგიაზე, ფილოსოფიასა და ისტორიოგრაფიაზე. იყო ეკონომისტის და სოციოლოგის — ალფრედ ვებერის უფროსი ძმა.
მაქს ვებერმა შეიმუშავა ფილოსოფიური მიდგომა სოციალური მეცნიერებებისადმი და სოციოლოგიის თეორიის კონცეპტუალური ჩარჩოები. მისი ფილოსოფია მიჯნავს რადიკალურ განსხვავებას „ფენომენს“, ანუ გარე სამყაროს შეცნობასა და „ნოუმენს“ — აღქმით შემეცნებას შორის, რომლის საფუძველია სხვაობა ბუნებრივ და სოციალურ მეცნიერებებს შორის. მისი ნაშრომების დიდი რაოდენობიდან და მოცულობიდან ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეულია: „ეკონომიკა და საზოგადოება“, „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“ და „ზოგადი ეკონომიკის ისტორია“.[17]
მაქს ვებერის მამა იყო სახელმწიფო მოღვაწე და ეროვნულ-ლიბერალური პარტიის წევრი. 1868 წელს დაიბადა მისი ძმა — ალფრედ ვებერი, რომელიც აგრეთვე ცნობილი სოციოლოგი და ეკონომისტი იყო. 1869 წელს ვებერების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბერლინის გარეუბან შარლოტენბურგში. 4 წლის ასაკში მენინგიტი გადაიტანა. 13 წლის ასაკში კითხულობდა არტურ შოპენჰაუერის, იმანუელ კანტისა და სხვათა ნაშრომებს. იგი თავის მეუღლესთან ერთად, რომელიც ფემინისტი იყო, მიეკუთვნებოდა გერმანიის ინტელექტუალურ წრეს. ვებერები რეგულარულად მართავდნენ საკვირაო სემინარებს საკუთარ სახლში. მაქს ვებერი გარდაიცვალა 1920 წლის 14 ივნისს, პანდემიური გრიპისაგან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მაქს ვებერი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა
რედაქტირება- Bendix R., Max Weber. An intellectual portrait, N. Y., 1960.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Mitzman A. Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Babelio — 2007.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Internet Philosophy Ontology project
- ↑ 8.0 8.1 AlKindi
- ↑ 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 10.7 BeWeB
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 12.0 12.1 12.2 Девяткова Р. П. Вебер Макс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1971. — Т. 4 : Брасос — Веш. — С. 348.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 14.0 14.1 Project MUSE — Johns Hopkins University Press, The Sheridan Libraries, 1995.
- ↑ "Max Weber." Encyclopædia Britannica. 2009. Encyclopædia Britannica Online. 20 April 2009. Britannica.com
- ↑ Radkau, Joachim and Patrick Ca miller. (2009). Max Weber: A Biography. Trans. Patrick Ca miller. Polity Press. (ISBN 9780745641478)
- ↑ ვებერი მაქს – ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ მოსაზრებები მაქს ვებერის სტატიაზე „მეცნიერება როგორც მოწოდება და პროფესია“[მკვდარი ბმული]