ვაჰე ტილბიანი (სომხ. Վահե Թիլբյան; დ. 17 თებერვალი; 1980) — სომხური წარმოშობის ეთიოპიელი მომღერალი. [1] [2] [3] [4] [5] სოლო არტისტი, ის გახდა ეთიოპიის ჯგუფის Zemen Band-ის წამყვანი მომღერალი. მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი Mixology 2012 წელს. იყო პან-სომხური მუსიკალური ჯგუფის Genealogy-ის წევრი, რომელიც წარმოადგენდა სომხეთს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, 2015 წელს, სიმღერით „Face the Shadow“. [6]

ვაჰე ტილბიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 თებერვალი, 1980(1980-02-17) (44 წლის)
დაბ. ადგილი ეთიოპია
ვაჰე ტილბიანი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვაჰე ტილბიანი, სომხური წარმოშობის ეთიოპელი მომღერალი, დაიბადა 1980 წლის 17 თებერვალს, ეთიოპიაში. ეთიოპელ-სომეხი არტისტი ვაჰე ცნობილია თავისი მუსიკალური სტილით, რომელიც მოიცავს როკს, ტექნოს, რეგის. სიმღერებს ასრულებს, როგორც ამჰარულ, ასევე ლათინურ ენაზეც. [7]

ვაჰე დაიბადა და გაიზარდა ეთიოპიაში. მისი ორივე მშობელი (გარო ტილბიანი და ანი ასლანიანი) წარმოშობით სომეხია. მისი მამა ბაბუა გადაურჩა სომეხთა გენოციდს 1923 წელს და სირიის გზით საბოლოოდ დასახლდა ეთიოპიაში. მისი დედის ოჯახმა დატოვა დასავლეთ სომხეთის უძველესი მიწები 1890 -იანი წლების ბოლოს ან 1900-იანი წლების დასაწყისში. ვაჰე აფასებს საკუთარ სომხურ ფესვებს და მიიჩნევს, რომ ეს სომხეთის სასტიკი ისტორია იყო.

ვაჰემ დაამთავრა ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი ვანკუვერში, კანადაში, შეისწავლა ბიოლოგია და ბაკალავრის ხარისხი მიიღო ზოგად მეცნიერებაში. ვაჰე ყოველთვის იყო აქტიური ცეკვაში, მოგვიანებით გახდა პროფესიონალი საერთაშორისო ლათინური ამერიკის სამეჯლისო მოცეკვავე. ის იყო სალსენოჩუს საცეკვაო ჯგუფის თანადამფუძნებელი და ქორეოგრაფი. ამ დროს ვაჰე მღეროდა ადის აბაბას გუნდში წამყვან ტენორად, სახელწოდებით, გუნდის სახელწოდება იყო The Motley Singers.

მას შემდეგ, რაც 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ბიზნეს სექტორში, როგორც კოლეჯის ახალგაზრდა კურსდამთავრებული, დატოვა სამსახური 2008 წელს და დაიწყო მუშაობა მუსიკალურ სფეროში, ამჯერად სრულ განაკვეთზე. მისი მეგობრების, ბიტიკ ემლაელუს და ლეჯ ლეოს მხარდაჭერით, შეუერთა ჯგუფს, Z Beyaynetus-ს. მალე, კენი ალენმა, ეთიოპიაში მცხოვრებმა შემსრულებელმა და პროდიუსერმა, მოისმინა ვაჰეს ნამღერი ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში და სთხოვა ემღერა თავის ალობმში, 251 ბენდთან ერთად. ვაჰე დათანხმდა ამ შემოთავაზებას და შემდეგ გახდა მისი მუდმივი დამხმარე ვოკალისტი და მრავალი წლის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ ქალაქში და ადგილობრივ მუსიკალურ ფესტივალებზე. ამის შემდეგ, ვაჰე გაწევრიანდა ჯგუფში, სახელად Eshee Havana, სადაც მუშაობდა ეთიოპიური სიმღერების ორიგინალურ რემიქსებზე.

ვაჰემ დაწერა თავისი პირველი სიმღერის ტექსტი სახელწოდებით ცხოვრება ან რაღაც მსგავსი, მელოდია მაიკლ ჰაილუს ეკუთვნის, სიმღერა 2010 წელს ჩაიწერა. ამან ვაჰეს მისცა მეტი ენთუზიაზმი და გამბედაობა, რომ დაეწერა ტექსტები და შექმნა სიმღერები. ვაჰეს სინგლი Don't Stop, 2012 წელს ნომინირებული იყო სომხური პულსის მუსიკალურ ჯილდოზე, სომეხის მიერ შექმნილი საუკეთესო ინგლისური სიმღერისთვის. სიმღერამ მე-3 ადგილი მოიპოვა ონლაინ კენჭისყრის მიხედვით.

2012 წლის ნოემბერში ვაჰემ დაასრულა ალბომი სახელწოდებით Mixology. [8] .

2013 წლის მაისში ვაჰემ გამოუშვა მუსიკალური ვიდეო სიმღერისთვის „Yene Tizita“, რაც ნიშნავს ნოსტალგიას ან მოგონებებს, კლიპის რეჟისორი და პროდიუსერები არიან არამაზტ კალაიჯიანი და მულუგეტა ამარუ.

2015 წლის თებერვალში ვაჰე გამოცხადდა სომხური მუსიკალური ჯგუფის Genealogy-ის წევრად. ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მან წარმოადგინა სომხეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, 2015 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Singer Vahe Tilbian is Armenian wonder of Ethiopia (PHOTOS). ციტირების თარიღი: 28 January 2018
  2. Vahe Tilbian : The mix and the true calling - Addis Standard. ციტირების თარიღი: 28 January 2018
  3. VAN MUSIC AWARDS - - VAHE TILBIAN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი 2021.
  4. Interview with Singer Vahe Tilbian – Pt I. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი 2021.
  5. Vahe Tilbian. ციტირების თარიღი: 28 January 2018
  6. Vahe Tilbian Will Represent Africa. ციტირების თარიღი: 28 January 2018
  7. Vahe Tilbian from Ethiopia joins Genealogy!.
  8. Addis Standard (29 September 2020).