ვახტანგ ძაბირაძე

ქართველი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი

ვახტანგ ძაბირაძე (დ. 6 თებერვალი, 1953, სოფელი კლდეეთი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი, პუბლიცისტი და მესამე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, წარსულში ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე და პოლიტიკოსი. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, დაამთავრა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობით, პროფესიული მოღვაწეობის სფერო დაუკავშირა პოლიტოლოგიას და პუბლიცისტიკას.

ვახტანგ ძაბირაძე
დაბადების თარიღი 6 თებერვალი, 1953 (1953-02-06) (71 წლის)
დაბადების ადგილი კლდეეთი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება