ვაშლის ჩრჩილი
ვაშლის ჩრჩილი (ლათ. Hyponomeuta malinellus) — პეპელა ყარყიმისებრი ჩრჩილების ოჯახისა. გავრცელებულია ყველგან. საქართველოში ვაშლის საშიშ მავნებლად ითვლება. ფრთების შლილია 18-22 მმ. წინა ფრთები თეთრია. მატლი ბაცი ყვითელია. მატლი და პეპელა დაფარულია შავი წერტილებით. დედალი კვერცხს დებს 1-2-წლიან ტოტებზე, ფარავს ლორწოთი, რომელიც ჰაერზე მკვრივდება და ფარს წარმოქმნის. მატლი იზამთრებს ფარის ქვეშ, გამოდის ადრე გაზაფხულზე და აზიანებს ფოთლის პარენქიმას. ფოთოლი მუქდება და ხმება. მოზრდილი მატლები ფოთლებს ერთად ახვევენ აბლაბუდას ქსელში, დაჩონჩხავენ და შიგ კოლონიებად იჭუპრებენ. ვაშლის ჩრჩილი წელიწადში იძლევა ერთ თაობას.
ბრძოლის ღონისძიებანი: კვირტის დაბერვამდე მინერალური ნავთობის ზეთის 8%-იანი ემულსიის, ხოლო ყვავილობის შემდეგ - 0,2%-იანი ფოზალონის შესხურება.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოდერძიშვილი გ., ქსე, ტ. 4, გვ. 331, თბ., 1979