ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვაშლისუნა (ლათ. Primula algida) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები მოგრძო-ნიჩბისებურია ან მოგრძოუკუკვერცხისებური, შევიწროებულია მოკლეფრთიან ყუნწში ან მჯდომარეა. კიდეებზე უთანაბროდ დაკბილული. ფირფიტის ზედა მხარეზე წვრილყუნწიანი ჯირკვლებითაა მოფენილი, ქვედა მხარე დაფარულია ნაფიფქით ან შიშველია. საყვავილე ღერძი წვრილია, 25 სმ-მდე. ყვავილედი თავაკისებური ქოლგაა. გვირგვინი იისფერი ან ვარდისფერია, ფურცლები ღრმად არის ამოკვეთილი, ძირში მუქი ყვითელი ლაქაა. სუბალპური და ალპური სარტყლების მცენარეა, იზრდება ჩამონაზვავებზე, ნაკადულებთან, ქვიან ადგილებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას, ირანს, ციმბირს.

ვაშლისუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ფურისულასებრნი
გვარი:  ფურისულა
სახეობა:  ვაშლისუნა
ლათინური სახელი
Primula algida Adams

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაშლისუნა“-დან