ვაშლიანის ამაღლების ეკლესია

ვაშლიანის ამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ორიოდე კილომეტრზე. სავარაუდოდ განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის, ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. ძლიერ დაზიანებულია: კედლები 0,5-1 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. ინტერიერი ამოვსებულია კამარის ნანგრევებითა და კედლებიდან ჩამონაშალი ქვით.

შემოსასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონდა (შემორჩენილია კარის დასავლეთ წირთხლი) აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდი, რომელშიც გაჭრილია ვიწრო თაღოვანი სარკმელი (შემორჩენილია ქვედა ნაწილი). აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში მცირე ზომის, ოთხკუთხა ნიშია.

გარედან კედლების მნიშნველოვანი ნაწილი მიწითაა დაფარული.

ლიტერატურა

რედაქტირება