უოტერტონ-გლეიშერის მშვიდობის საერთაშორისო პარკი

უოტერტონ-გლეიშერის მშვიდობის საერთაშორისო პარკი (ინგლ. Waterton-Glacier International Peace Park) — კანადის ტერიტორიაზე მდებარე უოტერტონ-ლეიკსის ეროვნული პარკისა და აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე გლეიშერის ეროვნული პარკის გაერთიანების საერთო სახელი. ორივე პარკი იუნესკოს მიერ გამოცხადებულია ბიოსფერულ ნაკრძალებად და 1995 წლიდან შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

უოტერტონ-გლეიშერის მშვიდობის საერთაშორისო პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ტბა კამერონი
ქვეყანა კანადის დროშა კანადა აშშ-ის დროშა აშშ
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა
კოორდინატები 49°00′00″ ჩ. გ. 113°55′00″ დ. გ. / 49.00000° ჩ. გ. 113.91667° დ. გ. / 49.00000; -113.91667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 354
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 354
ინგლ.რუს.ფრ.

პარკების გაერთიანება შეიქმნა 1932 წლის 18 ივნისს , ორგანიზაცია როტარი ინტერნეიშენალის ალბერტელი და მონტანელი წევრების ძალისხმევით. იგი მშვიდობის პირველი პარკია მთელ მსოფლიოში და წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და მშვიდობის სიმბოლოს. სამომავლოდ არის მცდელობა მსგავსი პარკი შეიქმნას აშშ-სა და მექსიკას შორისაც.[1]

პარკის ფართობი 4572 კმ²-ია და მდებარეობს ალბერტას სამხრეთ-დასავლეთ და მონტანას ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე. მის ტერიტორიაზე გავრცელებულია ვაკეები, ტყეები, ალპური მთები და მყინვარები, ასევე მცენარეთა და ცხოველთა დიდი მრავალფეროვნება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.iloveparks.com/peaceparks/. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-13. ციტირების თარიღი: 2011-09-25.