ვასილ ჯალიაშვილი
ვასილ ჯალიაშვილი (დ. 1912, ფანია — გ. 2000) — ქართველი გეოლოგი, მეცნიერი.
ვასილ ჯალიაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1912 |
დაბ. ადგილი | საქართველო |
გარდ. თარიღი | 2000 |
საქმიანობა | გეოლოგი და მეცნიერი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი და ღირსების მედალი |
1935 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის გეოლოგიურ-საძიებო ტექნიკუმი მატერიალურ საბადოთა ძიების ტექნიკოს-გეოლოგ მაძიებლის სპეციალობით.
1947 წელს მოსკოვის ორჯონიკიძის სახელობის გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტი დაამთავრა, სადაც სწავლობდა სამთო ინჟინერ-ჰიდროგეოლოგიასა და საინჟინრო გეოლოგიას. 1935-1937 წლებში მუშაობდა სვანეთის რეგიონში, „სოიუზმიშიაკის“ გეოლოგიურ პარტიაში, როგორც ტექნიკოსი. 1937-1940 წლებში შორეულ აღმოსავლეთში, სკოვოროდინის (ჩიტის ოლქი) ჰიდროგეოლოგიურ ჯგუფში აგრძელებდა საქმიანობას. 1941 წელს მოსკოვის გეოლოგიურ ინსტიტუტში მონაწილეობდა ბაქოს ექსპედიციის ორგანიზებაში.
1947-1949 წლებში ხელმძღვანელობდა ახტალის ჰიდროგეოლოგიურ სამუშაოებს საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტში. შემდეგ, 1950-1952 წლებში, იყო ჯავის ჰიდროლოგიური ექსპედიციის უფროსი. 1954-1955 წლებში მსახურობდა როგორც ინჟინერ-გეოლოგი ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიაში, და ამავე დროს მისი გამგე იყო. 1955 წლიდან ხელმძღვანელობდა ჰიდროლოგიურ განყოფილებას და 1968 წლიდან გარდაცვალებამდე ჰიდრომინერალური რესურსების შესწავლის მიმართულებით მუშაობდა.
ჯილდოები
რედაქტირება- 1999 - საქართველოს ღირსების ორდენი
- 1998 - ღირსების მედალი
- 1985 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
- სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წლები თბ., 2012 გვ. 17
- წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი თბ., 2001. გვ. 280