ვასილ ცომაია (დ. 1 ოქტომბერი, 1919, პატარა კვათანა, აბაშის რაიონი — გ. 1 თებერვალი, 2018) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ვასილ ცომაია
დაბ. თარიღი 1 ოქტომბერი, 1919(1919-10-01)
დაბ. ადგილი აბაშა
გარდ. თარიღი 1 თებერვალი, 2018(2018-02-01) (98 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია რედაქტირება

ვასილ ცომაიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-ეკოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს. სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა დაიცვა 1995 წელს თემაზე: „მთიან რეგიონებში თოვლდაგროვების კანონზომიერებათა გლაციოლოგიური და ჰიდროლოგიური საფუძვლები (საქართველოს მაგალითზე)“. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ჰიდროლოგიური სექტორის უფროსი, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ლექტორი. ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ვასილ ცომაია დაჯილდოებულია 13 მედლით. ნაშრომისათვის „კოლხეთის დაბლობი: ბუნებრივი პირობები და სოციალურ-ეკონომიკური ასპექტი“ მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია, ხოლო მონოგრაფიისთვის „ამიერკავკასიის წყლის რესურსები“ გადაეცა სსრ სახელმწიფო ჰოდრომეტეოროლოგიის კომიტეტის ვიქტორ გლუშკოვისა და ვალერიან ურივაევას სახელობის პრემია.

თხზულებები რედაქტირება

  • ჭაღარა კავკასიონის ახალგაზრდობის ხანა. თბ., 1985;
  • ნაზღვლევი წყალდიდობები და წყალმოვარდნები საქართველოში (თანაავტორი). თბ., 2009.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება