ვასილ ნოდია
ვასილ ნოდია (დ. 1891, ფოთი — გ. 1924) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
ვასილ ნოდია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1891 |
დაბ. ადგილი | ფოთი |
გარდ. თარიღი | 1924 |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავასილ ნოდია დაიბადა 1891 წელს, ფოთში. დაამთავრა ქალაქ ფოთის სამოქალაქო ორკლასიანი სასწავლებელი.
1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ "მენშევიკების" ფრაქციაში. 1912 წელს გაიწვიეს არმიაში, სადაც მსახურობდა სამედიცინო-საფერშლო ნაწილში. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, გაიგზავნა ავსტრიის ფრონტზე, სადაც ტყვედ ჩავარდა და ორი წელი გაატარა ტყვეობაში. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო იურდიული, შრომის და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი. 1924 წელს, დამოუკიდებლობის კომიტეტმა არალეგალურად მიავლინა პარიზში - ემიგრაციაში მყოფ მთავრობასთან, ინფორმაციის გაცვლის და სამამულო მოქმედების გეგმის შეთანხმების მიზნით. დააპატიმრეს 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე; დასაფლავების ადგილი უცნობია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 318.
- აბდუშელი შ., ვასო ნოდია და ბიქტორ ცენტერაძე // „ბრძოლა“ : ჟურნალი, პარიზი, 1925, № 3, გვ. 22-25.