ვასილ დავითაშვილი

ვასილ დავითაშვილი (დ. 15 აპრილი, 1958, თელავი) — ქართველი ინჟინერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2011-2012 წლებში.

ვასილ დავითაშვილი
დაბადების თარიღი 15 აპრილი, 1958
დაბადების ადგილი თელავი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქმიანობა პარლამენტის წევრი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1979 წელს დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის სპეციალობით და 1981 წელს — საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი მეტყევე–ინჟინერის სპეციალობით.

1979-1980 წლებში მუშაობდა მუშად „საქსოფლმშენმონტაჟში“. 1980-1983 წლებში მუშაობდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატიული გაერთიანება „თელავში". 1986-2002 წლებში იყო თელავის საბინაო-კომუნალური მეურნეობის უფროსი. 2002-2005 წლებში იყო თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო 2005-2006 წლებში — გამგებლის მოადგილე. 2006-2007 წლებში მუშაობდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2009 წელს მეორედ გახდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2011-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თელავის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება