ვასილ ზურაბის ძე ბაკურაძე (დ. 1886, ჭიათურა — გ. უცნობია) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ვასილ ბაკურაძე
დაბ. თარიღი 1886
დაბ. ადგილი ჭიათურა
გარდ. თარიღი არაუადრეს 1921
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვასილ ზურაბის ძე ბაკურაძე დაიბადა 1886 წელს, ქუთაისის გუბერნიის, ქუთაისის მაზრის დაბა ჭიათურაში. დაამთავრა ორკლასიანი სამრევლო სკოლა. 1900-იანი წლების მიჯნაზე სწავლობდა ტფილისის სასულიერო სემინარიაში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა. შემდგომი ბედი უცნობია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 171.