ვასილ აბდუშელიშვილი
ვასილ გიორგის ძე აბდუშელიშვილი (დ. 30 აპრილი, 1887, სოფ. შალაური — გ. 15 იანვარი, 1948, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, მეთოდისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. დამსახურებული მასწავლებელი (1939).
ბიოგრაფია
რედაქტირება1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი. მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში, ქიმიის ტექნიკუმში, I ათწლიან სკოლაში, I საცდელ-საჩვენებელ, მე-14 და მე-18 საშუალო სკოლებში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები მათემატიკის სწავლების საკითხებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- სამადაშვილი ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 27.