მთავარი მენიუს გახსნა

იაკობ ვასერმანი, (დ. 10 მარტი, 1873, ფიურტი, ბავარია — გ. 1 იანვარი. 1934, ალტაუსზეე, ავსტრია) — გერმანელი მწერალი. არსებობს მოსაზრება, რომ მისი რომანები ("ცირნდორფელი ებრაელები", 1897; "მოლოხი", 1903; "კასპარ ჰაუზერი ანუ გულის სიზანტე", 1909; "ბატებიანი კაცუნა", 1915; "კრისტიან ვანშაფე", 1919; "მაურიციუსის საქმე", 1928; "ეცელ ანდერგასტი", 1931) ნაწილობრივ ფსიქოანალიზისა და დოსტოევსკის გავლენითაა დაწერილი. მწერალი გვიხატავს ცალკეული კეთილშობილი ადამიანების სახეებს. საყოველთაო უკეთურობისა და უპატიოსნობის ფონზე ეს გმირები ხშირად იღუპებიან მტრულ საზოგადოებასთნ ბრძოლაში.

იაკობ ვასერმანი
Jakob Wassermann 1934.jpg
დაბ. თარიღი 10 მარტი 1873(1873-03-10)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ფიურტი[4]
გარდ. თარიღი 1 იანვარი 1934(1934-01-01)[4] [2] [3] [1] (60 წლის)
გარდ. ადგილი ალტაუსზეე[5]
საქმიანობა მწერალი, რომანისტი და სცენარისტი
ენა გერმანული ენა[1]
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
ალმა-მატერი Q1585070?
ჟანრი მოთხრობა და რომანი

მის საუკეთესოდ აღიარებულ რომანში "კასპარ ჰაუზერი ანუ გულის სიზანტე", იაკობ ვასერმანი კეთილშობილურ, ჩუმი არისტოკრატიზმით და სევდიანი იუმორით სავსე, დახვეწილ და ლიტერატურულად მოქნილი წერის მანერით - განსხვავებული ბუნების და ტიპის ადამიანების თვალსაჩინო თავისებურებებზე, ცხოვრების ცალკეულ, თითქოს უმნიშვნელო ნიუანსებზე მრავალმხრივ ცოდნას ამჟღავნებს.

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება