ვარსკვლავური გზა VI: აღმოუჩენელი ქვეყანა

ვარსკვლავური გზა VI: აღმოუჩენელი ქვეყანა (ინგლ. Star Trek VI: The Undiscovered Country) — მეექვსე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომლის მოქმედება მიმდინარეობს ვარსკვლავური გზის სამყაროში.

„ვარსკვლავური გზა VI: აღმოუჩენელი ქვეყანა“
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
რეჟისორი ნიკოლას მეიერი
პროდიუსერი სტივენ-ჩარლზ ჯეფი
რალფ უინტერი
სცენარის ავტორი ნიკოლას მაიერი
დენი მარტინ ფლინი
როლებში უილიამ შეტნერი
ლეონარდ ნიმოი
დეფორესტ კელი
ჯეიმზ დუჰანი
ნიშელ ნიკოლსი
კომპოზიტორი კლიფ ეიდელმენი
სტუდია Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 6 დეკემბერი 1991
ხანგრძლივობა 113 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
წინა ვარსკვლავური გზა V: უკანასკნელი ზღვარი
შემდეგი ვარსკვლავური გზა: თაობები
საიტი

2293 წელი, ფედერაციის ხომალდი „ექსელსიორი“ აწარმოებს გამოკვლევას, როცა მოულოდნელად კლინგონური მთვარე პრაკსისი ფეთქდება. ორი თვის შემდეგ ჯეიმზ კირკი მიდის საიდუმლო თათბირზე, სადაც იგებს რომ აფეთქების შედეგად კლინგონური იმპერია მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. იმპერია დარჩა მნიშვნელოვანი საწარმოო რესურსის გარეშე, აგრეთვე რიგი პლანეტები აღმოჩნდა დაზინძურებული აფეთქების შედეგად. კლინგონთა კანცლერმა გორკანმა შესთავაზა ფედერაციას სამშვიდობო მოლაპარაკება. „ენტერპრაიზი“ მიემგზავრება გორკანთან შესახვედრად, რათა გააცილონ იგი დედამიწამდე.

შეხვედრისას კირკი პატიჟებს კანცლერს ბორტზე. მას შემდეგ რაც კანცლერი ბრუნდება საკუთარ ხომალდზე მოულოდნელად მას ხვდება ორი ტორპედო — სენსორების ჩვენების მიხედვით გაშვებული ენტერპრაიზიდან. „კრონოს 1“-ზე ითიშება ხელოვნური გრავიტაცია, რის შემდეგაც ორი უცნობი ფედერაციის სკაფანდრებში ადიან ბორტზე და ჭრიან კანცლერს. კლინგონები ემზადებიან საპასუხო დარტყმისთვის, მაგრამ კირკი ბარდება მათ და მაკ-კოისთან ერთად ადის „კრონოს 1“-ზე. მაკ-კოი ცდილობს დაეხმაროს კანცლერს, თუმცა უშედეგოდ, კანცლერი იღუპება. მისი შვილი ხდება ახალი კანცლერი. გენერალები სთავაზობენ მას დაიწყოს ომი ფედერაციასთან, მაგრამ ის წყვეტს გააგრძელოს მოლაპარაკებები — სასამართლოს შემდეგ.

კირკს და მაკ-კოის ასამართლებენ და უსჯიან სამუდამო პატიმრობას კლინგონურ კატორღაში.

სპოკი ხდება „ენტერპრაიზის“ კაპიტანი და ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა სინამდვილეში, იგი არკვევს რონ ტორპედოები გაუშვეს შენიღბული კლინგონური კრეისერიდან. ამასობაში კირკი და მაკ-კოი ახერხებენ გაქცევას, თუმცა აღმოჩნდება რომ მათი გაქცევა ჩაწყობილია — კლინგონებს სურთ მათი მოკვლა „გაქცევის მცდელობისას“, მაგრამ ბოლო მომენტში მათ შველის „ენტერპრაიზი“. სკოტი პოულობს ფორმებს რომლებიც ეცვათ მკვლელებს, ისინი აღმოჩნდება ეკიპაჟის წევრთა ფორმები, მაგრამ მოგვიანებით მათაც დახოცილებს პოულობენ. კირკი იძახებს სტენოგრაფისტს თითქოსდა გადარჩენილი მკვლელისგან ჩვენების ჩამოსართმევად. მას იმედი აქვს რომ დამნაშავე შეეცდება დაასრულოს საქმე. ასეც ხდება და აკავებენ ლეიტენანტ ვალერისს. მისგა სპოკი იგებს რომ მკვლელობის უკან დგანან ადმირალი კარტრაიტი, გენერალი ჩენგი და რომულანელი ელჩი ნანკლუსი. შეთქმულები აპირებენ მოკლან ფედერაციის პრეზიდენტი სამშვიდობო კონფერეციაზე.

„ენტერპრაიზი“ და „ექსელსიორი“ მიდიან კონფერენციაზე, მაგრამ მათ გზას უღობავს კლინგონური ხომალდი რომელიც იყენებს შენიღბვას. „ენტერპრაიზი“ ახერხებს დააზიანოს მისი შენოღბვა, რის შემდეგაც ფედერაციის ხომალდები ანადგურებენ მას.

კირკი და მისი გუნდი ახერხებს პრეზიდენტის გადარჩენას, რის შემდეგაც აკავებენ კარტრეიდს და ნანკლუსს. ფედერაცია და კლინგონური იმპერია აფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას.

მსახიობი როლი
უილიამ შეტნერი ჯეიმზ კირკი ხომალდის მეთაური, კონტრ-ადმირალი ჯეიმზ კირკი
ლეონარდ ნიმოი სპოკი სამეცნიერო სამსახურის ხელმძღვანელი, პირველი თანაშემწე სპოკი
დეფორესტ კელი ლეონარდ მაკ-კოი მთავარი ექიმი ლეონარდ მაკ-კოი
ჯეიმზ დუჰანი მონტგომერი სკოტი მთავარი ინჟინერი მონტგომერი სკოტი
ნიშელ ნიკოლსი ნიოტა უჰურა მეკავშირე ნიოტა უჰურა
ჯორჯ ტაკეი ჰიკარუ სულუ კაპიტანი ჰიკარუ სულუ
უოლტერ კენიგი პაველ ჩეხოვი შტურმანი პაველ ჩეხოვი
გრეის ლი უიტნი ჯენის რენდი უმცროსი ლეიტენანტი, მეკავშირე ჯენის რენდი
მარკ ლენარდი სარეკი. მრჩეველი სარეკი.
კრისტოფერ პლამერი ჩანგი გენერალი ჩანგი
ბროკ პიტერსი კარტრაიდი ფლოტის ადმირალი კარტრაიდი
კერტვუდ სმითი ფედერაციის პრეზიდენტი
დევიდ უორნერი გორკანი კანცლერი გორკანი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება