ვარო (ბარბარე) მათეს ასული ვარდიაშვილი (დ. 1888, სოფ. ვაქირი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, — გ. 5 იანვარი, 1962, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1939).

დაამთავრა ბოდბის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი (1905). სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ალექსანდროვკის (სიღნაღის მაზრა) სახალხო სკოლაში, ბოდბის საცდელ-სანიმუშო სახალხო სკოლაში და შვიდწლიან სანიმუშო სკოლაში, სიღნაღის ქალთა პროგიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, თბილისის ქალთა I გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. არის ავტორი სახელმძღვანელოებისა: „კლასგარეშე კითხვის ორგანიზაციისათვის” (1948), „სალიტერატურო ენის სიწმინდისათვის” (1954), „განმეორება — ცოდნის განმტკიცებისა და გაღრმავების აქტიური მეთოდი” (1951) და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სამადაშვილი ა., ვარდიაშვილი, ვარო // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 169.