ვარნა (ინდუიზმი)
ვარნა (სანსკ. वर्ण varṇa „ფერი“) — ცნება ინდუიზმში, საზოგადოებრივი ფენა ანუ კასტა. უძველესი დროიდან მოყოლებული, დღესაც ინდოეთის ინდუისტური მოსახლეობა ოთხ მთავარ ფენად ანუ ვარნად იყოფა:
3 მაღალი წოდების ვარნა:
- ბრაჰმანები — ძველად ქურუმთა, დღევანდელ დროში — ინტელექტუალთა ფენა (მათი ფერი ანუ ვარნა თეთრია, გუნა — სატტვა)
- კშატრიები — ძველად მეომართა, დღესდღეობით - ჩინოვნიკების ფენა (ფერი: წითელი, გუნა: რაჯასი)
- ვაიშიები — ძველადაც და ახლაც — ვაჭართა, ბიზნესმენთა ფენა (ფერი: ყვითელი, გუნა: რაჯასი)
1 დაბალი წოდების ვარნა:
მთავარი ოთხი ვარნა შედგება ურიცხვი ქვე-ვარნისგან, რომელთა ზუსტი რიცხვი უცნობია: პრინციპში ყოველ დასახლებულ პუნქტში შესაძლოა რეგიონული რომელიმე ახალი ქვე-ვარნის პოვნა.
ვარნებს არ მიეკუთვნებიან ე.წ. პარიები, ანუ ”მიუკარებლები”, სამივე მაღალი და ერთი დაბალი წოდების წარმომადგენელთათვის მათთან ყოველგვარი კონტაქტი საზოგადოებრივი ტაბუა. პარიებთან უნებლიე კონტაქტის შემდეგ მორწმუნე ინდუისტმა განგის ”წმინდა” წყალში უნდა განიბანოს.
ინდოეთის მუსლიმი, ქრისტიანი, სიქი, ჯაინი და ბუდისტი მოსახლეობა ადამიანის ღირსების ამ შეურაცხმყოფელი შოვინისტური ინდუისტური გადმონაშთისგან თავს შორს იჭერს.