ვარლამ შამათავა

ზოოვეტის ინსტიტუტის ეპიზოოტოლოგიის კათედრის დოცენტი, ხოლო 1964 წლიდან ამავე კათედრის გამგე

ვარლამ შამათავა (დ. 15 ოქტომბერი, 1915, ფოცხო — გ. 1989) — ქართველი ექიმ-ვეტერინარი. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1964), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1969).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1938 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი. 1949-1954 წლებში. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე. 1954 წელს იყო ზოოვეტის ინსტიტუტის ეპიზოოტოლოგიის კათედრის დოცენტი, ხოლო 1964 წლიდან ამავე კათედრის გამგე. შეისწავლა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ინფექციური დაავადებები (ბრუცელოზი, თურქული, პასტერელოზი და სხვა.), დაამუშავა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებანი. სსრკ-ში ერთ-ერთმა პირველმა გამოიკვლია სავეტერინარო საქმის ეკონომიკური საკითხები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება