ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვართან ღაზარიანი (სომხ. Վարտան Ղազարյան; დ. 1 დეკემბერი, 1969, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — ფეხბურთის მწვრთნელი და ყოფილი მოთამაშე. დაიბადა სომხეთში, შემდგომ საცხოვრებლად ლიბანში გადავიდა და მოქალაქეობაც მიიღო.[1][2] იგი თამაშობდა ჰომნეთმენისა და საგესესთვის. აგრეთვე 1993 წლიდან 2001 წლამდე თამაშობდა ლიბანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.

ვართან ღაზარიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვართან ღაზარიანი
დაბადების
თარიღი
1 დეკემბერი, 1969 (1969-12-01) (55 წლის)
დაბადების
ადგილი
სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი[1]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
ჰომნეტმენ ბეირუთი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1992 - 1999 ჰომნეთმენ ბეირუთი
1999 - 2002 საგესე
2002 - 2009 ჰომნეთმენ ბეირუთი
2005 - 2007 საგესე
სულ ? (118)
ეროვნული ნაკრები
1993 - 2001 ლიბანი 30 (19)
სამწვრთნელო კარიერა
2017 ტრიპოლი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ღაზარიანი არის ლიბანის პრემიერ ლიგის ყველა დროსი საუკეთესო ბომბარდირი - გატანილი 118 გოლით. 2015 წლამდე იგი აგრეთვე იყო ლიბანის ნაკრების ლიდერი გოლებით, თუმცა ეს შედეგი როდა ანტერმა გააუმჯობესა. 2017 წელს ღაზარიანი დაინიშნა ტრიპოლის მწვრთნელად.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ვართან ღაზარიანის ახალგაზრდული კლუბი იყო ჰომნეთმენ ბეირუთი. პროფესიონალური კარიერაც სწორედ ამ კლუბში დაიწყო. იგი ჰომნეთმენში 1992-1999 წლებში, 8 წლის განმავლობაში ასპარეზობდა. 2000 წელს გადავიდა საგესეში. მან საგესეში გაატარა 2 წელი, ხოლო შემდეგ კვლავ ჰომნეთმენ ბეირუთში დაბრუნდა. მოგვიანებით, 2005 წელს იგი კვლავ საგასეში გადავიდა იჯარით, ხოლო 2 წელიწადში თავდაპირველ კლუბში დაბრუნდა. ამ დროს იგი 39 წლის იყო.[3]

მან პირველი გოლი ლიბანის საფეხბურთო პრემიერ ლიგაში გაიტანა 1993 წლის 23 იანვარს.

2008 წლის 16 ნოემბერს ლიგის მეექვსე რაუნდში, 39 წლის ასაკში, ლიბანის პირველ დივიზიონში საკუთარი 130-ე გოლი გაიტანა და ამ შედეგით გახდა ლიბანის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. თუმცა, ზოგი არ ცნობს მის მიერ 2000-2001 წლების სეზონში გატანილ 12 გოლს. მიუხედავად ამისა, მისი ტოტალი (118 გოლი) ტოლია ფადი ალოუშის ტოტალის.[4]

საერთაშორისო კარიერა

რედაქტირება

ღაზანიანი აგრეთვე იყო ლიბანის ეროვნული ნაკრების ისტორიაში წამყვანი ბომბარდირი გატანილი 19 გოლით (მსოფლიო თასის შესარჩევ თამაშებში ოთხი, აზიის თასის შესარჩევ თამაშებში სამი, ხოლო მეგობულ შეხვედრებში თორმეტი). მისი რეკორდი 2015 წელს მოხსნა როდა ანტერმა, რომელმაც 2018 წლის ფიფას მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-20 გოლი გაიტანა ლაოს წინააღმდეგ.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2009 წელს ღაზარიანი დაბრუნდა მშობლიურ სომხეთში, სადაც გაწვრთნა სომხური კლუბი.[1] შემდეგ იგი დაბრუნდა ლიბანში და გახდა ტრიპოლის მწვრთნელის ასისტენტი ამავე კლუბის მთავარი მწვრთნელა 2017 წელს იქცა.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 منتديات كووورة. ციტირების თარიღი: 2019-04-29
  2. FIFA.com. Welcome to FIFA.com News - Lebanon’s Armenian talent pool - FIFA.com en-GB. ციტირების თარიღი: 29 April 2019
  3. VARTANE GHAZARIAN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ნოემბერი 2021. ციტირების თარიღი: 29 April 2019
  4. منتديات كووورة. ციტირების თარიღი: 2019-04-29
  5. غازاريان مدربًا لطرابلس اللبناني. ციტირების თარიღი: 29 April 2019