ვარდის რომანი — შუა საუკუნეების ფრანგული ლიტერატურის ძეგლი, ალეგორიულ-დიდაქტიკური პოემა. შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილის ავტორია გილიომ დე ლორისი, შიცავს 4058 ტაეპს და დაწერილია 1225-1230 წლებში. ვარდი განსახიერებს ქალს, პერსონიფიცირებულია ასევე სიკეთე, ბოროტება. 40 წლის შემდეგ პოემა განაგრძო სწავლულმა კლირიკოსმა ჟან დე მენმა. მეორე ნაწილი დაწერილია 1265-1270 წლებში და შედგება 18000 ტაეპისგან. მეორე ნაწილს შენარჩუნებული აქვს ალეგორიზმი, თუმცა უფრო თავისუფლად მსჯელობს ადამიანის ღირსების და მანკიერების საკითხებზე. ნაწარმოებში შესამჩნევია მატერიალიზმის და დემოკრატიზმის ნიშნები.

ლიტერატურა

რედაქტირება