ვარდისციხე (ნასოფლარი)
ვარდისციხე — ნასოფლარი სამცხე-ჯავახეთში. მდებარეობს თანამედროვე ვარევანსა და თოკს შორის. მოხსენიებულია გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში.
სერგი ჯიქიას ცნობით მსხვილმასშტაბიან რუკებზე ვარევანთან ახლო აღნიშნულია Вардисцихе. მისი აზრით, ივანე როსტომაშვილის წყაროებზე დაყრდნობით უფრო ზუსტი ცნობებიც მოგვეპოვება:
„ვარევანიდან ნახევარ ვერსზე, მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით, მთაზე მდებარეობს ვერანა ადგილი ვარდის–ციხე. თუმცა კი ციხის არავითარი კვალი შეინიშნება. რაც შეეხება უწინდელი განსახლების ნაშთს, ეს აშკარაა: იგი განლაგებული იყო განცალკევებით მდგარ მთის მოვაკებულ შუაგულში. აქ შემორჩა ქართული ეკლესიის ნანგრევები წარწერებით სამხრეთ კედელზე...[1]“
|
ამრიგად, სავსებით გარკვეულია სახელწოდება და ადგილმდებარეობა იმ ნასოფლარისა, რომელიც დავთრის დროს 14 კომლიანი სოფელი იყო და რომელიც დავთარში ტყე–ჯავახეთის რაიონის პირველ სოფლად არის აღწერილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III, თბ., 1958
სქოლიო
რედაქტირება- ↑ И. П. Ростомов. Ахалкалакский уезд в археологическом отношении С МОМПК XXV 46