ვარდიანის ეკლესია

ვარდიანის დარბაზული ეკლესია — ძველი ქართული ტაძარი ისტორიულ საინგილოში, თანამედროვე აზერბაიჯანის კახის რაიონში, სოფელ ვარდიანის სამხრეთით. შენობის პროპორციები იყო 9X6 მ.[1] ამჟამად იგი უკვე სრულიად დანგრეული, მიდამო კი აოხრებულია. დარბაზული ეკლესია ნაკურთხი იყო წმინდა აბო თბილელის სახელზე. წერილობითი წყაროებიდან მოიხსენიება ე.წ. მაღალაშვილისეული ოთხთავის 1310 წლის მინაწერ-„ანდერძში“ , საიდანაც ირკვევა რომ წმ. „ჰაბოჲს“ სალოცავი, მხარეში მოგზაურობის დროს, სხვა სავანეებთან ერთად მოინახულა პატრიარქმა ექვთიმემ.[2]

სოფლის ახლოს ქოშის მთაზე არის სხვა ძველი ეკლესიის ნანგრევები.[3] მიმდებარე ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება