ვარდიკო ნადიბაიძე

ქართველი გენერალ-ლეიტენანტი
(გადამისამართდა გვერდიდან ვარდენ ნადიბაიძე)

ვარდენ ნადიბაიძე (დ. 31 მარტი, 1939, მლეთა) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1994 წლის 25 აპრილიდან 1998 წლის 27 აპრილამდე. საპატიო ნიშნისა და წითელი ვარსკვლავის ორდენების კავალერი.

ვარდენ ნადიბაიძე
ვარდენ ნადიბაიძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 აპრილი, 1994 – 27 აპრილი, 1998
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიგიორგი ყარყარაშვილი
მემკვიდრედავით თევზაძე

დაბადებული31 მარტი, 1939 (1939-03-31) (85 წლის)
მლეთა, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მამამიხეილ ნადიბაიძე
დედასიდონია ნადიბაიძე
მეუღლესუსანა ნადიბაიძე
შვილები2
განათლებარიაზანის სამხედრო-საავტომობილო სასწავლებელი
წოდება
გენერალ-ლეიტენანტი
საქმიანობასამხედრო
ჯილდოებისაპატიო ნიშნის ორდენი წითელი ვარსკვლავის ორდენი III ხარისხის ორდენი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისათვის“ მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა ვეტერანი“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 50 წელი“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 60 წელი“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 70 წელი“ I ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ II ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ III ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისათვის“

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვარდიკო ნადიბაიძე დაიბადა 1939 წლის 31 მარტს სოფელ მლეთაში, დუშეთის რაიონში, მიხეილ და სიდონია ნადიბაიძეების ოჯახში. დაამთავრა რიაზანის სამხედრო საავტომობილო სასწავლებელი 1961 წელს. 1967-1972 წლებში სწავლობდა ა. ვ. ხრულიოვის სახელობის ზურგის სამსახურის და ტრანსპორტის სამხედრო აკადემიაში (ლენინგრადი). აკადემიის დამთავრებისთანავე დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში მე-4 საერთო-საჯარისო არმიის 75-ე მოტომსროლელი დივიზიის 34-ე მოტომსროლელი პოლკის საავტომობილო სამსახურის უფროსად.

1974 წელს გახდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსი ოფიცერი მომარაგების დარგში. 1975–1976 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ავტოინსპექციის უფროსი; 1976–1978 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ავტოინსპექციის უფროსი ინსპექტორი; 1978–1986 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსის მოადგილე. 1986 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსად. 1992 წელს დაინიშნა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სარდლის მოადგილედ შეიარაღების დარგში.

1992-1994 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილე; 1994 წლის 17 აპრილიდან 1998 წლის 28 აპრილამდე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი.

ჯილდოები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება