ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვარდან მინასიანი (სომხ. Վարդան Մինասյան; დ. 5 იანვარი, 1974, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი კარიერადასრულებული ფეხბურთელი. პოზიციით იყო ნახევარმცველი. ამჟამად იგი არის არარატ-არმენიას მთავარი მწვრთნელი.

ვარდან მინასიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Վարդան Մինասյան
დაბადების
თარიღი
5 იანვარი, 1974 (1974-01-05) (50 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
არარატ-არმენია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1991-1992 ზანგეზოური 20 (4)
1992-1998 პიუნიკი 153 (23)
1998 ერევანი 26 (2)
1998-1999 ლაუსან-სპორტი 10 (0)
1999-2000 ლოკომოტივ სანქტ-პეტერბურგი 36 (2)
2000-2003 პიუნიკი 44 (22)
სულ 261 (53)
ეროვნული ნაკრები
1996-2003 სომხეთის საფეხბურთო ნაკრები 11 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2004-2005 სომხეთის 21-წლამდელთა
2006-2009 სომხეთი (დამხმარე)
2008-2011 პიუნიკი
2009-2013 სომხეთი
2014-2015 ტობოლო
2018 სომხეთი
2018- არარატ-არმენია
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ვარდან მინასიანმა სომხეთის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბში ითამაშა. მისი მთავარი მიღწევები უკავშირდება კლუბ პიუნიკს. იგი პიუნიკის წევრი 1992-1998 და 2000-2003 წლებში იყო. 1998-1999 წლის სეზონი მან შვეიცარიის სუპერ ლიგაში გაატარა ლაუსან სპრტთან ერთად; აქ მან შვეიცარიის საფეხბურთო თასი მოიგო. შემდეგ გადავიდა ლოკომოტივ სანქტ-პეტერბურგში და თითქმის ორი წლის განმავლობაში ამ კლუბში რჩებოდა.

საერთაშორისო კარიერა

რედაქტირება

მინასიანი იყო სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი. 1996 წელს პერუსთან გამართული ამხანაგური მატჩიდან მოყოლებული, მან 11 საერთაშორისო სანაკრებო თამაშში მიღო მონაწილეობა.

მენეჯერული კარიერა

რედაქტირება

ვარდან მინასიანმა მწვრთნელის კარიერა 2004 წლის აგვისტოში დაიწყო. მისი პირველი გაწვრთნილი გუნდი იყო სომხეთის ეროვნული 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები. მან ეს თანამდებობა 2005 წელს დატოვა. შემდეგ იგი გახდა დამხმარე მწვრთნელი გუნდში, რომელშიც ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა - პიუნიკში. იგი მთავარ მწვრთნელ იან პრტერფილდთან და ინგლისელ ტომ ჯონსთან ერთად დამხმარე მწვრთნელად მუშაობდა სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. 2007 წელს პორტფილდი გარდაიცვალა. შესაბამისად, მინასიანი და ჯონსი სეზონის ბოლომდე მთავარი და დამხმარე მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ. 2008 წელს, ახალი მთავარი მწვრთნელი, დანიელი იან პოულსენი მოვიდა კლუბში; ამიტომ მინასიანს კვლავ დამხმარე მწვრთნელის პოზიციაზე გადასვლა მოუხდა. მომავალი წლის მარტში, პოულსენი გაათავისუფლეს ცუდი შედეგების ჩვენების გამო, ხოლო მინასიანი კვლავ დროებით (იმ დროს) გახდა მთავარი მწვრთნელი.

2008 წლის ივნისში მინასიანი პიუნიკის მთავარი მწვრთნელი გახდა. სეოზნში კლუბმა გადაუსწრო არარატ ერევანს და სეზონის ბოლოს 2008 წლის სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა. 2009 წელს პიუნიკმა კიდევ ერთხელ მოიგო სომხეთის პრემიერ ლიგა: მათ სომხეთის პრემიერ ლიგის ფინალში დაამარცხეს მიკა ერევანი. 22 დეკემბერს გამართულ ცერემონიაზე ვარდანს ორგანიზაცია Telecom-მა 2009 წლის სომხეთის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.[1]

ვარდან მინასიანი ტობოლის მთავარ მწვრთნელად 2014 წელს დაინიშნა, ხოლო 2015 წლის 16 აპრილს იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.[2]

არარატ-არმენია

რედაქტირება

2018 წლის 1 ოქტომბერს, 2-წლიანი ხელშეკრულებით, მინასიანი შეუერთდა კლუბ არარატ-არმენიას.[3] მისი ხელმძღვანელობით,არარატ-არმენია გახდა სომხეთის პრემიერ ლიგის პირველი გუნდი, რომელმაც ევროპის უმსხვილესი საკლუბო ტურნირის პლეი-ოფის რაუნდს მიაღწია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Вардан Минасян — лучший тренер Армении-2009 დაარქივებული 2015-04-12 საიტზე Wayback Machine. (in Russian). ArmFootball.com. Retrieved 31 March 2013.
  2. Минасян отстранен от должности Russian. FC Tobol (16 April 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 16 April 2015.
  3. Վարդան Մինասյանը նոր պաշտոն ունի. լուսանկար Armenian (1 October 2018). ციტირების თარიღი: 5 October 2018.