ვარგანი (სავარაუდოდ ძვ. საეკლესიო სლავ. ენა варга — „პირი“[1][2][3][4] ან ბერძ. όργανον [organon] — „იარაღი“, „მუსიკალური საკრავი“[5][6]) — ენაკიანი თვითმჟღერი მუსიკალური საკრავი. წარმოადგენს ხის, ძვლის ან ლითონის ფირფიტას, ანდა ლითონის რკალს, რომელსაც შუაში ენაკი აქვს. დაკვრისას ვარგანს კბილებზე მიიბჯენენ, ენაკს გამოსწევენ თითით, ძაფით ან ჯოხით. პირი მოძრავი რეზონატორის როლს ასრულებს. პირის ღრუს ფორმისა და მოცულობის ცვლა წარმოქმნის მელოდიის შესრულებისათვის, აუცილებელ ობერტონული რიგის ტონებს რადგანაც ვარგანს ჩუმი ჟღერადობა და მცირე კვარტული ან კვინტური დიაპაზონი აქვს, მისი რეპერტუარიც მოკლე საცეკვაო მელოდიებითა და ტრადიციული მისამღერებით ამოიწურება. ვარგანი გავრცელებულია შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის ხალხებში. XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში ევროპაში პოპულარული იყო გაუმჯობესებული ვარგანი – აურა.

ვარგანი

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Варган // Музыкальный энциклопедический словарь. — М.: Советская энциклопедия, 1990. — С. 95. — 672 с.
  2. Музыкальные инструменты. Энциклопедия, 2008, с. 111—112.
  3. Варга // Толковый словарь живого великорусского языка : в 4 т. / авт.-сост. В. И. Даль. — 2-е изд. — СПб. : Типография М. О. Вольфа, 1880—1882.
  4. Лавриненко А. Польское слово warga и его русские соответствия (к истории межъязыковых отношений) // Kontakty językowe polsko-wschodniosłowiańskie. — Rzeszów: Wyższej Szkoły Pedagogicznej, 1995. — С. 169—184. — 252 с.
  5. Фасмер М. Варган // Этимологический словарь русского языка. В 4 т. Том 1 / Перевод с нем. и дополнения О.Н. Трубачева. — 2-е изд., стер. — М.: Прогресс, 1986. — С. 274. — 576 с.
  6. Большая российская энциклопедия, 2006.