ვარაჰაგირი ვენკატა გირი

ვარაჰაგირი ვენკატა გირი (ტელუგ. వరాహగిరి వేంకట గిరి, ჰინ. वराहगिरी वेंकट गिरी; დ. 10 აგვისტო, 1894, ბერჰამპური, ინდოეთი – გ. 23 ივნისი, 1980, ჩენაი, ინდოეთი) — ინდოელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. ინდოეთის პრეზიდენტი 1969-1974 წწ. ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტი 1967-1969 წწ. სხვადასხვა დროს იყო კარნატაკას, კერალას და უტარ-პრადეშის შტატების გუბერნატორი.

ვარაჰაგირი ვენკატა გირი
ვარაჰაგირი ვენკატა გირი
ინდოეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 აგვისტო, 1969 – 24 აგვისტო, 1974
წინამორბედიმოჰამად ჰიდაიატულაჰი (მ/შ)
მემკვიდრეფაჰრუდინ ალი აჰმედი

ინდოეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 მაისი, 1969 – 20 ივლისი, 1969
პრემიერ-მინისტრიინდირა განდი
წინამორბედიზაქირ ჰუსეინი
მემკვიდრემოჰამად ჰიდაიატულაჰი

დაბადებული10 აგვისტო, 1894
ბერჰამპური, ინდოეთი
გარდაცვლილი23 ივნისი, 1980
ჩენაი, ინდოეთი
რელიგიაინდუიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

უმაღლესი განათლება მიიღო დუბლინის უნივერსიტეტში. 1918 წლიდან მონაწილეობდა ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922 წლიდან იყო რკინიგზის მუშათა ინდოეთის ფედერაციის გენმდივანი, შემდეგ პრეზიდენტი. 1926 წლიდან იყო პროფკავშირთა სრულიად ინდოეთის კონგრესის პრეზიდენტი. 1937-1939 და 1946-1947 წლებში იყო შრომის მინისტრი მადრასის შტატის მთავრობაში. 1947-1951 წლებში იყო ინდოეთის ელჩი ცეილონზე. 1952-1954 წლებში იყო ინდოეთის შრომის მინისტრი. 1957-1960 წლებში იყო უტარ-პრადეშის, 1961-1965 წლებში კერალას და 1965-1967 წლებში მაისურის შტატის გუბერნატორი. 1967-1969 წლებში იყო ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1969-1974 წლებში პრეზიდენტი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ზაქირ ჰუსეინი
ინდოეთის პრეზიდენტის მ/შ

1969
შემდეგი:
მოჰამად ჰიდაიატულაჰი
წინამორბედი:
მოჰამად ჰიდაიატულაჰი
ინდოეთის პრეზიდენტი

19691974
შემდეგი:
ფაჰრუდინ ალი აჰმედი