ვარაზტად კაზანჯიანი

ვარაზტად ჰ. კაზანჯიანი (სომხ. Վարազդատ Գազանճեան დ. 18 მარტი, 1879 — გ. 19 ოქტომბერი, 1974) — სომეხი-ამერიკელი ორალური ქირურგი, რომელიც პლასტიკური ქირურგიის ტექნიკის პიონერი იყო და ითვლება პლასტიკური ქირურგიის თანამედროვე პრაქტიკის ფუძემდებლად. [3] [4] დაამთავრა ჰარვარდის სტომატოლოგიური მედიცინის სკოლა 1905 წელს. 1922 წლიდან 1939 წლამდე მუშაობდა პირის ღრუს ქირურგიის პროფესორად და იყო პირველი, ვინც ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში პლასტიკური ქირურგიის პროფესორის წოდება მიიღო. ის ასევე იყო პირველი ლაკონიური წიგნის თანაავტორი პლასტიკური ქირურგიის შესახებ.

ვარაზტად კაზანჯიანი
დაბ. თარიღი 18 მარტი, 1879(1879-03-18)[1]
დაბ. ადგილი ერზინჯანი[2]
გარდ. თარიღი 19 ოქტომბერი, 1974(1974-10-19)[1] (95 წლის)
გარდ. ადგილი Belmont[2]
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა plastic surgeon და ქირურგი
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი და Harvard School of Dental Medicine
ჯილდოები Companion of the Order of St Michael and St George

დოქტორ კაზანჯიანის ძმის ქალიშვილი იყო მსახიობი და ტელევიზიის ცნობილი სახე არლენ ფრენსისი (კაზანჯიან-გაბელი).

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვარაზტად კაზანჯიანი დაიბადა ერზინჯანში, ოსმალეთის იმპერიში 18 მარტს, 1879 წელს. [5] სწავლობდა ფრანგულ იეზუიტურ სკოლაში ქალაქ სივასში. ამის შემდეგ ის სამსუნში გადავიდა საცხოვრებლად უფროს ნახევარ ძმასთან. სამსუნში ყოფნისას ძმასთან ერთად მუშაობდა, ასევე მუშაობდა ფოსტაშიც. [6] სომხების ცოხვა-ჟლეტისგან თავის დაღწევის მიზნით, [7] მან დატოვა ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატებში, ვორესტერში, მასაჩუსეტსის შტატში დასახლად, 1895 წლის ოქტომბერს. მუშაობა დაიწყო ადგილობრივ მავთულის ქარხანაში. სწორედ წისქვილში გამოავლინა ექიმმა კაზანჯიანმა პირველად ის ბუნებრივი ოსტატობა, რომელიც მას გამოადგა პლასტიკური ქირურგიის სფეროში.

1900 წელს შეერთებული შტატების მოქალაქეობის მიღების შემდეგ, მან გადაწყვიტა ეცადა სტომატოლოგის კარიერა და 1902 წელს მიიღეს ჰარვარდის სტომატოლოგიურ სკოლაში. [8]

პირველი მსოფლიო ომი

რედაქტირება

ის იყო დაქორწინებული და წარმატებით აწარმოებდა საკუთარ სტომატოლოგიურ პრაქტიკას, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ის მოხალისედ შეუერთდა ჰარვარდის სამედიცინო კორპუსს, გამოგზავნილი უზარმაზარ კარავში არსებულ საავადმყოფოს კომპლექსში კამიერში, საფრანგეთში ემსახურებოდა ბრიტანულ ძალებს. იქ მან დაიწყო ომის დროს მიყენებული უმძიმესი დაზიანებების მკურნალობა - ყბები, ცხვირი, ლოყები და თავის ქალა ტყვიებითა და ხელყუმბარებით დამსხვრეული. [5] პრიმიტიულ პირობებში მუშაობდა, საფრანგეთის ბრძოლის ველებთან, ვარაზტად ჰ. კაზანჯიანმა ავადმყოფების მიმართ გამოიჩინა ჰუმანური ზრუნვა, რამაც მას კარგი სახელი დაუმკვიდრა და გზა გაუხსნა მის წარმატებულ კარიერას. შემდგომში მას მაიორის წოდება მიენიჭა 1916 წლის ივნისში.

დოქტორი კაზანჯიანი იყო ჰარვარდის კლინიკური ორალური ქირურგიის პროფესორი 1922 წლიდან 1941 წლამდე. გარდა ამისა, დოქტორი კაზანჯიანი იყო ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა ასოციაციის, ყბა-სახის ქირურგიის ამერიკული საზოგადოებისა და პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი ინგლისის საზოგადოების პრეზიდენტი. ის ასევე იყო ქირურგთა ამერიკული კოლეჯის, ოფთალმოლოგიისა და ოტოლარინგოლოგიის ამერიკული აკადემიის და სტომატოლოგთა ამერიკული კოლეჯის წევრი და პლასტიკური ქირურგიის ამერიკული საბჭოს დიპლომატი. 1966 წელს მიენიჭა ლონდონის პლასტიკურ ქირურგთა ბრიტანეთის ასოციაციის საპატიო წევრობა. ის ასევე იყო მასაჩუსეტსის სტომატოლოგიური საზოგადოების, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ამერიკული საზოგადოებისა და პირის ღრუს ქირურგიის აკადემიის საპატიო წევრი.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

მას მიენიჭა მრავალი ჯილდო, მათ შორისა წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენი, გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯორჯ V-ის მიერ. 1951 წელს მას მიენიჭა ამერიკის პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგთა საზოგადოების საპატიო ჯილდო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Base biographiqueBIU Santé.
  2. 2.0 2.1 Prabook — 2018.
  3. DiCanio, Margaret (2002) Memory fragments from the Armenian genocide: A Mosaic of Shared Heritage. New York: Mystery and Suspense Press, გვ. 89. ISBN 0595238653. 
  4. Coon, Carleton S. (2013) Caravan - The Story of Middle East. Read Books Ltd. ISBN 978-1446547076. 
  5. 5.0 5.1 Adalian, Rouben Paul (2010) Historical Dictionary of Armenia, 2nd, Lanham, MD: Scarecrow Press, გვ. 378. ISBN 978-0810874503. Adalian, Rouben Paul (2010).
  6. Kazanjian, Varaztad Hovhannes. Center for the History of Medicine (15 September 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი 2021.
  7. Varaztad Kazanjian, Founding Father of Modern Plastic Surgery. 100 LIVES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-22. ციტირების თარიღი: 2021-10-30.
  8. Hyson, John M.; Whitehorne, Joseph W. A.; Greenwood, John T. (2008) A history of dentistry in the US Army to World War II. Falls Church, Va.: Office of the Surgeon General, United States Army, გვ. 494. ISBN 978-0160821592.