ვაჟა ეგრისელი (ნამდვილი გვარი — დოლბაია; დ. 15 მაისი, 1941, სოფ. ხორგა, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი, გამომცემელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1967), მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტი (1983). 1984–1992 წლებში იყო ჟურნალ „პირიმზის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1993–2000 წლებში — გამომცემლობა „მოლოდინის“ გენერალური დირექტორი და გაზეთ „ამაღლების“ მთავარი რედაქტორი. 2001 წლიდან არის აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის დირექტორი და ამავე აკადემიასთან არსებული გაზ. „დიოსკურიის“ რედაქტორ-გამომცემელი. ლექსებს აქვეყნებდა 1967 წლიდან. მისი პოეტური კრებულებიდან აღსანიშნავია „ამაღლება“ (1973), „საგალობლები“ (1976), „მოლოდინი“ (1988), „შეიბნ მახვილი“ (1989), „იქმენ ნათელი“ (1993), „კოლხური ფსალმუნები“ 5 ტომად (2001–2008). დაჯილდოებულია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით (2008), მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2001).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  • ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.126-127.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება