ვაჟა გურგენიძე
ვაჟა გურგენიძე (დ. 2 დეკემბერი, 1940, თბილისი — გ. 17 სექტემბერი, 2020) — ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.
ვაჟა გურგენიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 დეკემბერი, 1940 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 17 სექტემბერი, 2020 (79 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ხოლო 1966 წელს ასპირნტურა. 1966-1990 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1966-1983 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, შრომის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის გამგე, 1978-1979 წლებში — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი, 1983-1990 წლებში კი საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ლექტორი, პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე, იდეოლოგიის განყოფილების გამგის პირველი მოადგილე, საერთო განყოფილების გამგე, ცენტრალური კომიტეტის მდივანი, 1990 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ახალციხის საარჩევნო ოლქი, ეკონომიკური რეფორმების კომისიის წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1994 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე.