ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვაჟა ბაზღაძე (დ. 12 იანვარი, 1947, ზესტაფონი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1971–1972 წლებში გაიარა ინტერნატურა თერაპიაში. 1972–1974 წლებში იყო სამხედრო ექიმი. 1974–1985 წლებში მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის მე–4 თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ასისტენტი. 1985 წლიდან არის ზესტაფონის სააქციო საზოგადოება „ფეროს“ მედსანნაწილის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში, კარდიორეანიმატოლოგი. ავტორია 13 სამეცნიერო ნაშრომის. 1983 წლიდან მუშაობს რეფლექსოთერაპიაში, მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, რეფლექსოთერაპიის კათედრაზე გაიარა რეფლექსო თერაპიის კურსი..

1985 წელს მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა „Хроническое внутрисосудистое микросвертывание крови у больних гломерлонефритом“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაჟა_ბაზღაძე“-დან