ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი (დ. 30 იანვარი, 1964, ოზურგეთი[1]) — ქართველი ბიზნესმენი, ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი.

ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი
დაბადების თარიღი 30 იანვარი, 1964 (1964-01-30) (60 წლის)
დაბადების ადგილი ოზურგეთი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1980-1982 წლებში ლიხაურის ჩაის ფაბრიკის მუშა. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1987 წელს სახელმწიფო სტატისტიკის მახარაძის რსგს ეკონომისტი. 1987-1990 წლებში თბილისის საქალაქო საბჭოსთან არსებული ახალგაზრდული გაერთიანების დირექტორი. 1990-1991 წლებში იყო თბილისის სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე. 1991-1993 წლებში – საქართველოს ბაზისბანკის კრწანისის განყოფილების მმართველი. 1993-1994 წლებში იყო სააქციო კომერციული ბანკი კრწანისის გამგეობის თავმჯდომარე. 1994-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კომერციული შემნახველი ქართული ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. 1995-1996 წლებში სს გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე. 1996-1997 წლებში იყო სს გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 1997-1998 წლებში ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე. 1998-1999 წლებში სს გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბოს თავმჯდომარე. 1999-2000 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2000-2001 წლებში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი. 2001-2004 წლებში იყო საქართველოს გადამხდელთა კავშირის თანათავმჯდომარე. 2002-2003 წლებში სს გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2003-2004 წლებში სამაუწყებლო ტელეკომპანია მზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ოზურგეთის მაჟორიტარი), საინიციატივო ჯგუფი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება