ვანო გამხიტაშვილი

ივანე (ვანო) გამხიტაშვილი (დ. 13 ივლისი, 1973, სამთავისი, კასპი — გ. 12 დეკემბერი, 1999, აღაიანი, კასპი) — ქართველი სამბისტი (90 კგ). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992), ევროპის ჩემპიონი (1999), ოთხგზის მეორე (1993–1996) და ორგზის მესამე პრიზიორი (1997, 1998). მსოფლიოს თასის მფლობელი (1999). მსოფლიოს ჩემპიონატების ხუთგზის მეორე (1991, 1995–1998) და ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 1994). მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1989). საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1994). საქართველოს სამბოს ფედერაციამ XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სამბისტად აღიარა. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
წელი ტურნირი მასპინძელი წონითი
კატეგორია
ადგილი
1991 მსოფლიო ჩემპიონატი (FMS) შამბერი, საფრანგეთი -90 კგ  
1994 ევროპის ჩემპიონატი პანევეჟისი, ლიეტუვა -90 კგ  
1994 მსოფლიო ჩემპიონატი ნოვი-სადი, იუგოსლავია -90 კგ  
1995 ევროპის ჩემპიონატი მინსკი, ბელარუსი -90 კგ  
1995 მსოფლიო ჩემპიონატი სოფია, ბულგარეთი -90 კგ  
1996 ევროპის ჩემპიონატი არანჯელოვეცი, იუგოსლავია -90 კგ  
1996 მსოფლიო ჩემპიონატი ტოკიო, იაპონია -90 კგ  
1997 ევროპის ჩემპიონატი ბაქო, აზერბაიჯანი -90 კგ  
1997 მსოფლიო ჩემპიონატი თბილისი, საქართველო -90 კგ  
1998 ევროპის ჩემპიონატი შიაულიაი, ლიეტუვა -90 კგ  
1998 მსოფლიო ჩემპიონატი კალინინგრადი, რუსეთი -90 კგ  
1999 ევროპის ჩემპიონატი სოფია, ბულგარეთი -90 კგ  

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 74, თბ., 1998–1999;
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება