ვანის მუნიციპალიტეტის გერბი
ვანის მუნიციპალიტეტის გერბი — ვანის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. დამტკიცებულია ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №4 დადგენილებით, 2016 წლის 4 თებერვალს[1].
ვანის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 4 თებერვალი, 2016 |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ვერცხლის სვეტი კაპიტელით, ჰერალდიკური ჯვარი, ოქროს საწმისი |
ფარმჭერები | ვერცხლ-მწვანე ბაფთა |
დევიზი | ვანი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად:
- I ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ქვევით გამოსახულია ვერცხლის სვეტი კაპიტელით, რომელიც კვეთს ფარის კიდეს, ზევით კი ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი, ვერცხლის რგოლში.
- II ნაწილი — მწვანე ველზე ცენტრში გამოსახულია ოქროს საწმისი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ვანი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დამტკიცებულია ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №4 04,02,2016 დადგენილებით.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-01. ციტირების თარიღი: 2016-03-08.