ვალტერ ბოთე (გერმ. Walther Bothe; დ. 8 იანვარი, 1891, ორანიენბურგი — გ. 8 თებერვალი, 1957, ჰაიდელბერგი) — გერმანელი ფიზიკოსი. დაამთავრა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი (1914). იყო ჰუმბოლდტის (1929), გისენის (1930), ჰაიდელბერგის (1932) უნივერსიტეტების პროფესორი. 1934 წლიდან იყო ფიზიკის უნივერსიტეტის (კაიზერ ვილჰელმის ინსტიტუტი) დირექტორი. დაამუშავა დამთხვევათა მეთოდი, რომელმაც დიდი გამოყენება პოვა ატომურ ფიზიკაში. კოსმოსური სხივების შესწავლისადმი მიძღვნილი შრომებისათვის მიენიჭა ნობელის პრემია (1954).

ვალტერ ბოთე

ლიტერატურა

რედაქტირება