ვალსერბერგი (ნიდერლ. Vaalserberg) — ნიდერლანდების ერთ-ერთი უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 322,7 მ. მცირე სიმაღლის მაღლობია, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ აახენიდან დასავლეთით 3 კილომეტრში, ბელგიისა და გერმანიის სასაზღვრო ნაწილში. გეოლოგიური თვალსაზრისით მიეკუთვნება არდენის მთებს. ადმინისტრაციულად ეკუთვნის ლიმბურგის პროვინციის ვალსის საქალაქო მუნიციპალიტეტს. 1932 წელს მთაზე კატასტროფა განიცა საზღვაო ავიაციამ, რომლის აღსანიშნავად ვილჰელმინასტორენის კოშკთან ძეგლი აღიმართა. 1992 წელს აშენდა დრიელანდენპიუნტის ლაბირინთი. მთის სიახლოვეს გაყვანილია რკინიგზის გვირაბი (საერთო სიგრძე 870 მ). ვალსერბერგი 2010 წლის 10 ოქტომბრამდე იყო ნიდერლანდების უმაღლესი წერტილი, მანან სანამ ნიდერლანდების შემადგენლობაში შევიდა კუნძული საბა, რომლის უმაღლესი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 877 მეტრს აღწევს (ვულკანი მაუნტ-სცენერი).

ვალსერბერგი
ვალსერბერგი
ვალსერბერგი
კოორდინატები: 50°45′16″ ჩ. გ. 06°01′15″ ა. გ. / 50.754667° ჩ. გ. 6.02083° ა. გ. / 50.754667; 6.02083
ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
ბელგიის დროშა ბელგია
გერმანიის დროშა გერმანია
სიმაღლე 322,7 
ქედი არდენის მთები
ვალსერბერგი — ნიდერლანდები
ვალსერბერგი
ვალსერბერგი — გერმანია
ვალსერბერგი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება