ვალეს წმინდა ევსტათი მცხეთელის ეკლესია

ვალეს წმინდა ევსტათი მცხეთელის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ვალეში. აგებულია 2001-2003 წლებში.

ვალეს წმინდა ევსტათი მცხეთელის ეკლესია
ვალეს წმინდა ევსტათი მცხეთელის ეკლესია — საქართველო
ვალეს წმინდა ევსტათი მცხეთელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°36′58″ ჩ. გ. 42°51′55″ ა. გ. / 41.6162083° ჩ. გ. 42.8655111° ა. გ. / 41.6162083; 42.8655111
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

უჩვეულო გეგმის მცირე ზომის სამლოცველო ნაგებია ტუფის სუფთად გათლილი კვადრებით (გარე ზომებია: 3,8X4,63 მ.). ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. საკურთხეველი ბრტყელია, აფსიდური მომრგვალების და საკურთხევლის სარკმლის გარეშე. ტაძარი ორი სარკმლით ნათდება, თითო-თითო ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია გაჭრილი.

სწორკუთხა შესასვლელის ღიობს ლილვი შემოუყვება და არქიტრავზე ტიმპანის მაგვარ არეს შემოსაზღვრავს, სადაც ტოლმკლავა ჯვარია ამოკვეთილი. არქიტრავის ქვის კიდეებში ვაზის რელიეფური ჩუქურთმებია ამოკვეთილი.

თაროსებრი კარნიზი შემკულია ორი ერთმანეთში გადაჭდობილი ზონარით მიღებული რომბების გრაფიკული ორნამენტაციით. სამლოცველოს ორქანობიანი სახურავი შემოსილია კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. მარსაგიშვილი, „ვალეს წმ. ევსტათი მცხეთელის ეკლესია“ // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 457