ვალერი ჭანტურია
ვალერი ჭანტურია (დ. 24 მაისი, 1942, სოფ. ჯვარი, წალენჯიხის რაიონი — გ. 26 თებერვალი, 2021) — ქართველი პოლიტიკოსი.
ვალერი ჭანტურია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 მაისი, 1942 |
დაბადების ადგილი | ჯვარი, წალენჯიხის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 26 თებერვალი, 2021 (78 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
განათლება |
მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | სკკპ |
საქმიანობა | პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე |
მამა | ანდრო ჭანტურია |
დედა | შუშანიკა ზაქარაია |
მეუღლე/ები | მიმოზა შენგელია (1979 წ.) |
შვილ(ებ)ი |
თამარ ჭანტურია რუსუდან ჭანტურია |
1966 წელს დაამთავრა მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სხვადასხვა დროს, ვალერი ჭანტურია მუშაობდა კომუნისტური პარტიის წალენჯიხის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ავტოსატრანსპორტო საწარმოოს დირექტორად, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ და რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ (1973-1978). 1978-1988 წლებში იყო წალენჯიხის ჩაის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი. 1988 წელს აგროსამრეწველო კომბინატის დირექტორი. 1988-1991 წლებში იყო წალენჯიხის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი. ასევე, კომუნისტური პარტიის საკავშირო ყრილობის დელეგატი. 1995-99 წლებში, ვალერი ჭანტურია იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ეკონომიკის დარგში.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (წალენჯიხის მაჟორიტარი). 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (წალენჯიხის მაჟორიტარი), მიწის კადასტრისა და მიწის რესურსების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია „აფხაზეთის“ მდივანი.
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.