ვალერიან მელქაძე

ქართველი ეკონომისტი და სახელმწიფო მოღვაწე

ვალერიან მელქაძე (დ. 28 დეკემბერი, 1912, სოფ. ჩხენიში, სამტრედიის რაიონი — გ. 10 ივნისი, 1981) — ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1977). საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV-V მოწვევების დეპუტატი.


1937 წელს დაამთავრა თბილისის სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა სამამულო ომში. 1946-1948 წლებში — საქართველოს სსრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1948-1963 წლებში — პარტიული და სხვა ხელმძღვანელი სამუშაო. 1951-1952 წლებში ქუთაისის საოლქო კომიტეტის მდივანი; 1952 წლიდან საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი. 1958-1960 წლებში საქართველოს ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს უფროსი. 1963 წლიდან დამფუძნებელი დირექტორის რანგში სათავეში ჩაუდგა საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 2002 წელს ინსტიტუტს მისი სახელი ეწოდა. შეიმუშავა შიდა რესპუბლიკური ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტისა და ეროვნული შემოსავლის გამოყენებითი ანალიზური კვლევის მეთოდი.

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება