ვალერიან კილაძე
ვალერიან კილაძე (დ. 23 აპრილი, 1913, სილაური — გ. 31 აგვისტო, 1986, მუხათგვერდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1931 წელს დაამთავრა პედაგოგიური ტექნიკუმი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ფილოსოფოსის სპეციალობით 1935 წელს, ასპირანტურა (1938).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას დიმიტრი უზნაძის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და მისი რეკომენდაციით, ასპირანტურაში სწავლის პარალელურად, მუშაობა დაიწყო მეცნიერ მუშაკად იაკობ გოგებაშვილის სახ. პედაგოგიკის სამეცნ-კვლევით ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა 80-იან წლებამდე. 1938–1955 წლებში შეთავსებით მუშაობდა ქუთაისის, სოხუმისა და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1947 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თსუ-ში ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე. 1966-1974 წლებში იყო თსუ-ის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. მისი (და შ. გაბელაიას) ინიციატივით 60-იანი წლების შუა პერიოდში ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე შემოიღეს მათემატიკური ლოგიკის და უმაღლესი მათემატიკის გაღრმავებული სწავლება. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი. იკვლევდა ლუდვიგ ფოიერბახის შემეცნების თეორიას, გიორგი პლეხანოვის ფილოსოფიურ შეხედულებებს, ახლებურად გააშუქა განმანათლებლების მსოფლმხედველობა და მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში. აღსანიშნავია ვ. კილაძის ნარკვევები არაბულენოვანი, რუსული, დას. ევროპული და ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიაში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968). აღმოსავლეთმცოდნის, მთარგმნელისა და პედაგოგის ნანა კილაძის მამა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004, გვ. 109
- საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997, გვ. 339
- XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგია. ტ. 2. ნაკვ. 2 / შემდგ. ე. კოდუა. თბ.,2002, გვ. 275-276
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები (თანაავტორი) // ნაწ. 2 სქოლასტიკა არაბულენოვან ფილოსოფიაში. თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1984, გვ. 314
- გ. პლეხანოვის ბრძოლა იდეალიზმის წინააღმდეგ (ავტორი), თბილისი, განათლება, 1971. გვ. 213
- გ.ვ. პლეხანოვის ფილოსოფიური შეხედულებანი (ავტორი), თბილისი, თბილ. უნ-ტი, 1963. გვ. 168