ვალერიან დოლიძე
ვალერიან სერგოს ძე დოლიძე (დ. 14 მაისი, 1916, ბათუმი, — გ. 14 აპრილი, 1993, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1959).
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული სტუდია (1935). 1931-1935 და 1940-1959 წლებში იყო რუსთაველის თეატრის, 1937-1939 წლებში — სოხუმის თეატრის მსახიობი. 1959 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. მნიშვნელოვანი როლებია: რომეო (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), ურიელი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ფერდინანდი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ჯემალი (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“), ლევანი (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), კრეონი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“). გადაღებულია ფილმებში: არჩილი („მეგობრობა“, 1940), პოეტი („დავით გურამიშვილი“, 1946), ბეგლარი („წუთისოფელი“, 1971), ფანცხავა („გაქცევა გათენებისას“, 1975). მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1951).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 474, თბ.. — გვ. გვენცაძე ა..