ვალერიან ბახტაძე
ვალერიან საბას ძე ბახტაძე (დ. 4 აგვისტო, 1905, ქუთაისი ― გ. 21 ივლისი, 1974, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1928 წლიდან ეწეოდა მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბახტაძის მეცნიერული მოღვაწეობის ძირითადი სფეროა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის ისტორია, საქართველოს სახალხო მეურნეობის და ქართული საზოგადო-ეკონომიკური აზრის ისტორია.
ვალერიან ბახტაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 4 აგვისტო, 1905 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი |
გარდ. თარიღი | 21 ივლისი, 1974 |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სსრკ |
საქმიანობა | ეკონომისტი |
მოღვაწეობის სფერო | ეკონომიკა |
ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 255.