ვალენტინ სილვესტროვი
ვალენტინ ვასილიევიჩ სილვესტროვი (უკრ.: Валентин Васильович Сильвестров; დ. 30 სექტემბერი, 1937) — საბჭოთა და უკრაინელი კომპოზიტორი და თანამედროვე კლასიკური მუსიკის პიანისტი. უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1989).
ვალენტინ სილვესტროვი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 30 სექტემბერი, 1937[1] [2] [3] (87 წლის) |
დაბ. ადგილი | კიევი[4] |
ვალენტინ სილვესტროვი ვიკისაწყობში |
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებავალენტინ სილვესტროვი 1937 წლის 30 სექტემბერს კიევში (უკრაინა) ინჟინრისა და გერმანული ენის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა.[5][6] მშობლები მისთვის მრავალმხრივი განათლების მიცემას ცდილობდნენ, თუმცა აქცენტს მუსიკაზე აკეთებდნენ.
კერძო მუსიკალურ გაკვეთილებზე დასწრება 15 წლიდან დაიწყო. სილვესტროვი კიევიც საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში სწავლობდა, თუმცა სწავლას თავი მიანება და 1958 წელს კიევის კონსერვატორიაში ჩაირიცხა, ბორის ლიატოშინკის კლასში. კონსერვატორია 1964 წელს დაასრულა. 1960-იან წლებში შეუერთდა არაფორმალურ ჯგუფს „კიევური ავანგარდი“, რომლის საქმიანობაც ოფიციალურ კულტურულ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა.[7] 1961 წელს თრომეტტონიანი ტექნიკით პირველი ნაწარმოები „ხუთი პიესა ფორტეპიანოსთვის“ და „მცირე კვარტეტი“ შეთხზა. 1970 წელს შემოქმედების შესახებ შეხედულებების გამო უკრაინის კომპოზიტორთა კავშირიდან გარიცხეს.
ძირითადი ნაშრომები
რედაქტირებასილვესტროვის მთავარი ნაშრომები მოიცავს 9 სიმფონიას, პოემებს პიანინოსა და ორკესტრისთვის, შერეულ კომპოზიციებს კამერიული ორკესტრისთვის, სამ სიმებიან კვარტეტს, პიანინოს კვინტეტს, სამ სონატას პიანინოსთვის, კამერულ მუსიკას და ვოკალურ მუსიკას (კანტატებს, სიმღერებს და სხვ.). ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია:
- სონატა ფორტეპიანოსთვის (1960, ახალი რედაქცია 1965)
- პატარა კვარტეტი სიმებიანი კვარტეტისთვის (1961)
- სონატინა № 1 ფორტეპიანოსთვის (1960, ახალი რედაქცია 1972)
- ხუთი პიესა ფორტეპიანოსთვის (1961)
- ტრუადა ცამეტი პიესა ფორტეპიანოსთვის (1961)
- სიმფონია № 1 (1963, ახალი რედაქცია 1974)
- სპექტრი სიმფონია კამერული ორკესტრისთვის (1965)
- მონოდია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის (1965)
- სიმფონია № 2 ფლეიტის, ლიტავრის, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის (1965)
- სიმფონია № 3 ექსატოფონია (1966)[8]
- ელეგია ფორტეპიანოსთვის (1967)
- პოემა ბორის ლიატოშინსკის სახსოვრად ორკესტრისთვის (1968)
- დრამა ვიოლინოს, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (1970-1971)
- მედიტაცია ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (1972)
- საბავშვო მუსიკა, პიესების ციკლი ფორტეპიანოსთვის (1973)
- 13 საესტრადო სიმღერა (1973-1975)
- სიმებიანი კვარტეტი № 1 (1974)
- უბრალო სიმღერები, ვოკალური ციკლი ხმისა და ფორტეპიანოსთვის (1974-1981)
- ჩუმი სიმღერები, ვოკალური ციკლი ბარიტონისა და ფორტეპიანოსთვის (1974-1984)
- სონატა № 2 ფორტეპიანოსთვის (1975)
- სიმფონია № 4 სიმებიანი და ჩასაბერი საკრავებისთვის (1976)
- კიჩ-მუსიკა, ხუთი პიესა ფორტეპიანოსთვის (1977)
- ტყის მუსიკა სოპრანოს, ვალტორნისა და ფორტეპიანოსთვის (1977-1978, მხატვარ ვალერია ლამახას სახსოვრად)
- სერანადა სიმებიანი ორკესტრისთვის (1978)
- სონატა № 3 ფორტეპიანოსთვის (1979)
- სიმფონი № 5 (1980-1982)
- შემოდგომის სერენადა კამერული ორკესტრისთვის (1980
- პოსტლიუდია ვიოლინოს სოლოსთვის (1981)
- პოსტლიუდია DSCH სოპრანოსა და ფორტეპიანოს ტრიოსთვის (1981)
- პოსტლიუდია ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (1982)
- 4 სიმღერა ოსიპ მანდელშტამის ლექსებზე ხმისა და ფორტეპიანოსთვის (1982)
- ოდა ბეღურას კანტატა სოპრანოსა და კამერული ორკესტრისთვის (1982)
- ინტერმეციო კანტატა სოპრანოსა და კამერული ორკესტრისთვის (1983)
- სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (1983)
- პოსტლიუდია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის (1984)
- Exegi monumentu, სიმფონია ბარიტონისა და ორკესტრისთვის (1985-1987)
- სიმებიანი კვარტეტი № 2 (1998)
- პოსტსკრიპტუმი, სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (1990)
- მიძღვნა, სიმფონია ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (1990-1991)
- მეტამუსიკა, სიმფონიური პოემა ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის (1992)
- სიმფონია № 6 (1994-1995)
- ეპიტაფია ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის (1999)
- რექვიემი ლარისასთვის სოლისტების, შერეული ქოროსა და ორკესტრისთვის (1999)
- ჰიმნი 2001 სიმებიანი ორკესტრისთვის (2001)
- 2 დიალოგი ეპილოგთან ფორტეპიანოსთვის (2001-2002)
- ჩუმი მუსიკა სიმებიანი ორკესტრისთვის (2002)
- სიმფონია № 7 (2002-2003)
- სიმებიანი კვარტეტი № 3 (2011)
- დიპტიქი ქოროსთვის ა კაპელა, სერგეი ნიროიანის სახსოვრად (2014)[9]
- სიმფონია № 8 (2012-2013)
- სიმფონია № 9 (2019)
ჯილდოები და პრემიები
რედაქტირება- სერგო კუსევიცკის სახელობის საერთაშორისო პრემია (აშშ, 1967)
- კომპოზიტორთა საერთაშორისო კონკურსის „Gudeamus“ პრემია (ნიდერლანდები, 1970)
- უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1989)
- ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის სახელმწიფო პრემია (1995)
- III ხარისხის ღირსების ორდენი (1997)[10]
- იაროსლავ ბრძენის V ხარისხის ორდენი (2007)[11]
- НаУКМА-ს მეცნიერების საპატიო დოქტორი (2011)
- II ხარისხის ღირსების ორდენი (2013)[12]
- ოსტროგის აკადემიის საპატიო დოქტორი (2016)
- იაროსლავ ბრძენის IV ხარიხსის ორდენი (2017)[13]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Biography, performances, discography and work index at the Schott Music website
- Short article detailing the life of V. Silvestrov and his place in modern classical music, by Stylus magazine დაარქივებული 2005-02-22 საიტზე Wayback Machine.
- Short biography and list of works at the Soviet Composer's Page
- Hymn 2001 for piano played by Tomasz Kamieniak YouTube-ზე
- music samples, Symphony #5
- Bandcamp page
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118917501 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Česko-Slovenská filmová databáze — 2001.
- ↑ https://www.schott-music.com/en/person/index/index/urlkey/valentin-silvestrov
- ↑ Ukraine’s Most Famous Living Composer Is Now a Refugee / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1851. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Schott Music.
- ↑ Valentin Sylvesrov.
- ↑ Аудіовізуальний проект «Київський авангард 1960-х. Школа Бориса Лятошинського» | Комітет з Національної премії України імені Тараса Шевченка. knpu.gov.ua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-03. ციტირების თარიღი: 2020-05-05.
- ↑ Первое исполнение в России 29 октября 2012 года — Государственный оркестр России им. Е. Светланова, дирижёр Владимир Юровский
- ↑ Пам’яті Сергія Нігояна: новий твір Валентина Сильвестрова | Дух і Літера. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-01. ციტირების თარიღი: 2014-02-03.
- ↑ Указ Президент України від 04.10.1997 № 1119/97 «Про нагородження відзнакою Президента України - орденом "За заслуги"»
- ↑ Указ Президента України № 915/2007 від 25 вересня 2007 року «Про нагородження В. Сільвестрова орденом князя Ярослава Мудрого»
- ↑ Указ Президент України від 18 травня 2013 року № 284/2013 «Про відзначення державними нагородами України з нагоди Всеукраїнського дня працівників культури та майстрів народного мистецтва»
- ↑ Указ Президента України № 355/2017 від 8 листопада 2017 року «Про відзначення державними нагородами України з нагоди Всеукраїнського дня працівників культури та майстрів народного мистецтва»