ვალაბჰაი პეტელი
ვალაბჰაი პეტელი (დ. 31 ოქტომბერი, 1875 — გ. 15 დეკემბერი, 1950) — ინდოელი პოლიტიკოსი, ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის მოადგილე. ის იყო ინდოელი ბარისტერი და სახელმწიფო მდივანი, ამასთანავე ინდოეთის ეროვნული კონგრესის ლიდერი. ის ინდოეთის რესპუბლიკის დამფუძნებელ მამათაგან ერთ-ერთია. იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და წამყვანი როლი ითამაშა ინდოეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების სიაში შესაყვანად.[1] როგორც ინდოეთში ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მას სარდარსაც უწოდებენ, რაც ჰინდიზე, ურდუზე და სპარსულად ნიშნავს „მთავარს“. ინდოეთის პოლიტიკური ინტერგაციისა და ინდოეთ-პაკისტანის პირველი ომის (1947) დროს ის მოქმედებდა, როგორც ინდოეთის შეიარაღებული ძალების დე-ფაქტო მეთაური.
ვალაბჰაი პეტელი | |
ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის მოადგილე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 აგვისტო, 1947 – 15 დეკემბერი, 1950 | |
პრეზიდენტი | რაჯენდრა პრასადი |
პრემიერ-მინისტრი | ჯავაჰარლალ ნერუ |
მემკვიდრე | მორარჯი დესაი |
შინაგან საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 აგვისტო, 1947 – 15 დეკემბერი, 1950 | |
პრემიერ-მინისტრი | ჯავაჰარლალ ნერუ |
მემკვიდრე | ლაჯაგოპალაჩარი |
ინდოეთის შეიარაღებული ძალების პირველი მეთაური | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 აგვისტო, 1947 – 15 დეკემბერი, 1950 | |
პრეზიდენტი | რაჯენდრა პრასადი |
პრემიერ-მინისტრი | ჯავაჰარლალ ნერუ |
დაბადებული | 31 ოქტომბერი, 1875 ნადიადი, მუმბაის პროვინცია, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვლილი | 15 დეკემბერი, 1950 (75 წლის) მუმბაი, ინდოეთი |
პოლიტიკური პარტია | ინდოეთის ეროვნული კონგრესი |
მამა | ჯჰავერბჰაი პეტელი |
დედა | ლადბა |
მეუღლე | ჯჰავერბა პეტელი |
შვილები | მანიბენ პეტელი დაჰიაბჰაი პეტელი |
პროფესია | ბარისტერი, პოლიტიკოსი, აქტივისტი, თავისუფლებისთვის მებრძოლი |
ჯილდოები | ბჰარატ რატნა (1991) |
პეტელი გაიზარდა გუჯარათის გარეუბანში.[2] ის წარმატებული იურისტი იყო. გუჯარათში მან ხედას, ბორსასა და ბარდოლის წევრები გააერთიანა და მშვიდობიანი დაჯგუფება დააარსა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბრიტანეთის მმართველობას ინდოეთში. ამით პეტელი გახდა გუჯარათის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება. ის აირჩიეს ინდოეთის ეროვნული კონგრესის 49-ე პრეზიდენტად, 1934-1937 წლების პარტიის მიერ ორგანიზებულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომელიც ინდოეთის აგვისტოს მოძრაობასის ხელშეწყობით ჩატარდა.
ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას ის ეხმარებოდა პენჯაბიდან და დელიდან გაქცეულ დევნილებს, რათა მშვიდობა დაემყარებინა. ის ხელმძღვანელობდა ერთიანი დამოუკიდებელი ინდოეთის გამოყოფას ბრიტანეთის კოლონიალიზმიდან. გარდა იმ პროვინციებისა რომელიც პირდაპირ ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა დაახლოებით 565-მა თვითმართველმა შტატმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1947 წლის ინდოეთის დამოუკიდებლობის აქტით. სამხედრო მუქარით პეტელმა თითქმის ყველა დამოუკიდებელი შტატი დაარწმუნა, რომ შეერთებოდა ინდოეთს. მისი ერთგულება ეროვნული გაერთიანებისადმი თითქმის დამოუკიდებელ სახელმწიფოში ფასდაუდებელია და სწორედ ამის გამო მიიღო „ინდოეთის რკინის კაცის“ წოდება.[3] მას ასევე „ინდოეთის სამოქალაქო დამცველთა წმინდანს“ უწოდებენ. „ერთიანობის ძეგლი“, რომელიც 2018 წლის 31 ოქტომბერს მიეძღვნა სწორედ პეტელს, დაახლოებით 182 მეტრი სიმაღლით მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკებაა.[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- Gandhi, Rajmohan (1990), Patel: A Life, Ahmedabad: Navajivan, OCLC 25788696
- Guha, Ramachandra (2007), India After Gandhi, MacMillan
- Krishna, Balraj (2007), India's Bismarck, Sardar Vallabhbhai Patel, Indus Source, ISBN 978-8188569144, https://books.google.co.in/books?id=sLr7z6gNcV0C
- Life and work of Sardar Vallabhbhai Patel, ed . Parshottam Das Saggi, Foreword by C. Rajagopalachari. Overseas Publishing House, Bombay.
- Pahlu Ek Vyaktitva Sardar Vallabhbhai Patel by Ravindra Kumar დაარქივებული 2020-02-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ How Vallabhbhai Patel, V P Menon and Mountbatten unified India.
- ↑ Lalchand, Kewalram (1977). The Indomitable Sardar. Bharatiya Vidya Bhavan, გვ. 4. „Sardar Vallabhbhai Patel“
- ↑ "PM Modi pays rich tribute to ‘iron man’ Sardar Patel on his 141st birth anniversary", The Indian Express, 31 October 2016, http://indianexpress.com/article/india/india-news-india/pm-modi-pays-rich-tribute-to-iron-man-sardar-patel-on-his-141st-birth-anniversary-3730221
- ↑ "India unveils the world's tallest statue", BBC, 31 October 2018, https://www.bbc.com/news/world-asia-india-46028342/