ვაკეპანტები
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ვაკეპანტები — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ვაკეპანტები | |
ქვეყანა | საქართველო |
კოორდინატები | 41°58′00″ ჩ. გ. 43°43′00″ ა. გ. / 41.96680306° ჩ. გ. 43.71683806° ა. გ. |
ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ვაკეპანტებს არ იცნობენ, არც ქართულ ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის ძეგლებში გვხვდება. შედიოდა ისტორიულ საციციანოში.
1886 წლის აღწერით, აქ 4 კომლი მოსახლეა (19 კაცი და 29 ქალი, სულ 48 კაცი), ძირითადად ქართველები, რომლებიც დასავლეთ საქართველოდან — იმერეთიდან იყვნენ გადასულები.
1908 წლის მონაცემებით შედიოდა გორის მაზრის ქარელის უბანში, მოსახლეობა შეადგენდა 34 ადამიანს, ქართველებს.[1], ხოლო 1911 წელს 54 ადამიანს.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 15, 15 აპრილი, 2019, გვ., 4
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 211.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 137.