საკვებით თამაში
(გადამისამართდა გვერდიდან ვაკამეზაკე)
საკვებით თამაში (ინგლ. food play) — სექსუალური ფეტიშიზმის ფორმა, რომლის დროსაც პარტნიორები ისეთ ეროტიკულ ვითარებაში აღიგზნებიან, სადაც მთავარი ელემენტი საკვებია. ზოგიერთი საკვები და მცენარე თავისთავად მოიაზრება, როგორც სექსუალურად აღმგზნები საშუალება. საკვებით თამაში ფეტიშიზმის სხვა სახეობებსაც მოიცავს, მათ შორის, სველ და ბინძურ ფეტიშიზმს, ფიდერიზმს, ნიოტაიმორის და ვაკამეზაკეს. ვოროფილიისგან განსხვავებით, სადაც სექსუალური აღგზნების მთავარი ელემენტი ჭამის აქტია, სადაც საკვებით თამაშში უპირატესობა თვითონ საკვებს ენიჭება.
ქვე-ტიპები
რედაქტირება- სიტოფილია — სხვა ადამიანის სხეულიდან კვებისადმი მიდრეკილება. საკვების შემცველობიდან გამომდინარე, ამგვარი ფეტიშიზმი შეიძლება სველ და ბინძურ ფეტიშიზმსაც მოვაკუთვნოთ.
- ნიოტაიმორი — სექსუალური ქმედება, რომელიც, ძირითადად, იაპონიაშია გავრცელებული და ქალის სხეულიდან სუშის მირთმევას გულისხმობს.
- ხილის და ბოსტნეულის ფეტიშიზმი — სექსუალური ქმედება, რომელიც სექსუალური სიამოვნების მისაღებად, ხილის ან ბოსტეულის გამოყენებას გულისხმობს.
- ხორცის ფეტიშიზმი — სექსუალური ქმედება, რომელიც ხორცის სხვადასხვა სახეობის, როგორც სექსუალური აღგზნების ობიექტის გამოყენებას გულისხმობს.
- „ცომობანა“ — სექსუალური ქმედება, სადაც სექსუალური სიამოვნება მიიღწევა პურის ან ცომის გამოყენების შედეგად.
- ვაკამეზაკე — სექსუალური ქმედება, რომელიც ქალის სხეულიდან ალკოჰოლის სმას გულისხმობს. ამ დროს ქალი ფეხებს ერთმანეთთან ატყუპებს ისე, რომ ბარძაყებსა და ბოქვენს შორის ერთგვარი ჭიქისმაგვარი სამკუთხედი წარმოიქმნება. შემდეგ ქალი საკეს მკერდზე იღვრის, რომელიც ამ „ჭიქაში“ ჩაედინება. პარტნიორი კი ამ სამკუთხედიდან სვამს სასმელს. ამგვარი ფეტიშიზმის სახელი მომდინარეობს იაპონური სიტყვისგან „ვაკამე“, რაც ზღვის მცენარეს ნიშნავს, ვინაიდან საკეში მოლივლივე ბოქვენის თმა ქალის სხეულზე ძალიან ჰგავს ნაზ წყალმშენარეს ზღვის ფსკერზე.