ვაიოს არქეოლოგიური ძეგლები
ვაიოს არქეოლოგიური ძეგლები — ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულის – I ათასწლეულის დასაწყისის გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლი. აღმოჩენილია 1992–1993 წლებში სოფ. ვაიოში (ქედის მუნიციპალიტეტი), ადგილ „ნაასლარზე“ (მდ. აჭარისწყლის მარცხენა სანაპირო).
გზის ჭრილში ნაპოვნია კანელურებით შემკული დოქი, ბრინჯაოს სასაფეთქლე ხვიები (4 ცალი), რგოლი და მოზრდილი ზომის მძივსაკიდი; გამოვლენილია კულტურული ფენა, სადაც ბათქაშისა და თიხის ჭურჭლის ნატეხები იყო. არსებული მასალის მიხედვით სავარაუდოა სამოსახლოსა და სამაროვნის არსებობა. ვაიოში არის სპილენძის საბადოები. სავარაუდოდ, ამ საბადოებთან დაკავშირებულ სახელოსნოებში მზადდებოდა დასაკრძალავი რიტუალისათვის საჭირო ნივთები.
ლიტერატურა
რედაქტირება- კახიძე ა., ახალი არქეოლოგიური მონაპოვრები სოფ. ვაიოდან, გაზ. «აჭარა», 1994, 30 აპრ.
- კახიძე ა., ვაიოს არქეოლოგიური ძეგლები // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.