უაიკარემოანა
(გადამისამართდა გვერდიდან ვაიკარემოანა)
უაიკარემოანა — ტბა ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე, ტე-ურევერის ეროვნულ პარკში. მდებარეობს ქალაქ უაიროის ჩრდილო-დასავლეთით, გიზბორნიდან 80 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. მოიცავს 54 კმ²-ს. მაორის ენიდან სიტყვა უაიკარემოანა ითარგმნება როგორც „მოჩუხჩუხე წყლის ზღვა“.
უაიკარემოანას ტბა | |
---|---|
Lake Waikaremoana | |
კოორდინატები: 38°46′ ს. გ. 177°05′ ა. გ. / 38.767° ს. გ. 177.083° ა. გ. | |
მდებარეობა | ახალი ზელანდია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 600 მ |
ფართობი | 54 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 102.3 კმ |
მაქსიმალური სიღრმე | 256 მ |
გამომდინარე მდინარე | უაიტარეკაჰეკე |
წარმოადგენს ჩრდილოეთ კუნძულის უღმერს ტბას (256 მ). მდებარეობს ზღვის დონიდან 600 მეტრზე. ევროპელებმა იგი 1844 წელს აღმოაჩინეს.
ტბა დაახლოებით 2200 წლის წინ წარმოიქნმა, მიწის მოწყვეტის შედგეგად, რომელმაც მდინარე უაიტარეკაჰეკე ჩაკეტა. თუმცა, ლეგენდის თანახმად იგი ადგილობრივი ტომების წინაპარმა ჰაუმაპუჰიამ შექმნა.
ტბა განსაკუთრებით პოპულარულია იმ დამსვენებლებს შორის, რომლებსაც უყვართ თევზაობა და სხვადასხვა რეკრეაციული აქტივობები.