ვაზის ლოკოკინა
ვაზის ლოკოკინა (ლათ. Helix pomatia) — ფილტვიანების ქვეკლასის უხერხემლო ცხოველი მუცელფეხიანების კლასისა. ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში. აქვს სპირალურად დახვეული ნიჟარა. მოძრაობის დროს ნიჟარას ზურგით ატარებს, ხოლო საფრთხის ან არასასურველი გარემო პირობების დროს ნიჟარაში იმალება. ნიჟარა ცხოველთან ერთად იზრდება და იხვევა. ნიჟარის ზომამ შესაძლოა მიაღწიოს 60 მმ-ს, ხოლო წონამ 30 გრამს. ცოცხლობს 5-7 წელს. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის ქვეყნებში. საქართველოში ხშირია, განსაკუთრებით ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს (ბაღებში, პარკებში, ეზოებში). ვაზის ლოკოკინა საკვებად გამოიყენება და დელიკატესად ითვლება.
ვაზის ლოკოკინა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ვაზის ლოკოკინა | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Helix pomatia | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 156519 | |||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: