ვაზისუბნის ნათლისმცემლის ეკლესიის კომპლექსი

ვაზისუბნის ნათლისმცემლის ეკლესიის კომპლექსიარქიტექტურული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სამხრეთით 500-600 მეტრზე. კომპლექსში შედის გვერდიდგვერდ მდგარი სხვადასხვა დროის, ტიპისა და სიდიდის ორი ეკლესია მათგან მომცრო, ნათლისმცემლის სახელობისა დარბაზულია, მეორე კი გუმბათოვანი. ადგილობრივი მოსახლეობა მასაც ნათლისმცემელს უწოდებს. ოღონდ ზომებიდან გამომდინარე, ერთს „პატარა ნათლისმცემელს“, ხოლო მეორეს „დიდ ნათლისმცემელს“.

XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყიში ეკლესიას ჩაუტარდა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები. ნაყარი მიწისგან გაიწმინდა და კეთილმოეწყო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია. აღადგინეს კედლების ჩამოშლილი ნაწილები და ლავგარდანი, ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით. გაამგრდა და დაკონსერვდა ეკლესიის ჩრდილოეთით მდებარე ქვიტკირის ზღუდის შემორჩენილი ნაწილი.

ნათლისმცემლის ეკლესია, დარბაზულია. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ნაგებია რიყის ქვით. შიგნით და გარედან შებათქაშებულია ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან ორივე კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით საფეხურით შემაღლებული ნახევარწრიული აფსიდია, რაშიც სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ, კედელზე ტრაპეზია მიდგმული. ტრაპეზის მარცხნივ პატარა თაროა, რითიც როგორც ჩანს, სამკვეთლოს დანიშნულებას ასრულებდა.

დარბაზის გრძივი კედლები და ცილინდრული კამარა, მარტივი პილასტრების წყვილით და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღით, გაყოფილია ორ არათანავარ ნაწილად, რათა შორის დასავლეთისა თითქმის ორჯერ უფრო გრძელია აღმოსავლეთისაზე თაღის ქუსლებთან წყობიდან ოდნავ შვერილი თაროსებრი იმპოსტებია. ანალოგიურ იმპოსტებზე დაყრდნობილი აფსიდის თაღიც.

ეკლესიის ფასადები სადაა. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, წყობაში მოგვიანებით ჩასმულია შირიმის არაწესიერი ფორმის ტლანქად ნაკვეთი ქვა წრეში ჩასმულია ჯვრის რელიეფური გამოსახულებით კედლები დასრულებულია უხეშად დამუშავებული ქვებით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდნით.

XX საუკუნის ბოლოს, როგორც ჩანს დიდი ეკლესიის მშენებლობის დროს, ეკლესიას დასავლეთიდან მიადგეს აგურის ოთხწახნაგა სამრეკლო, რომელიც ოთხივე მხარეს ნახევარწრიული თაღებითაა გახსნილი. თაღები ეყრდნობიან გეგმით კვადრატულ ოთხ ბოძს. მათგან ორი, დასავლეთით მდებარე, რიყის ქვით ნაწყობ კვადრათულ ბაზისზე დაყრდნობილი, ორი ეკლესიის დასავლეთ კედელზე. დასავლეთით ორივე ბოძი სიმაღლეში ორ ნაწილად იყოფა ბოძების ქვედა ნაწილი. ზედასთან შედარებით უფრო მსხვილია და დასრულებული ორსაფეხურიანი კაპიტელით, ამ დონეზე ბოძებს შორის გადადებულია ხის ძელები რეებიც ბოძებს ერთმანეთთან აკავშირებს და სამრეკლოს კონსტრუქციულ მდგრადობას უზრუნველყოფს. სამრკელო გადახურულია ხის პირამიდული სახურავით და დაბურულია თუნუქით.

ეკლესიის სამხეთით, ათიოდე მეტრზე დგას XIX საუკუნის მიწურულში აგებული ე. წ. „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის დიდი გუმბათოვანი ეკლესია. ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით იგი „რუსულ-ბიზანტიური სტილის“ ნაგებობაა. ეკლესია მთლიანად აგურითაა ნაგები. აქვს სამი განიერი და მაღალი, თაღოვანი შესასვლელი სამხრეთით დასავლეთით და ჩრდილოეთით. მკლავების ღერძებზე. ნაგებობის შიდა სივრცის ბირთვი, ჩვეულებისამებრ, გუმბათქვეშა კვადრატია. მას ერთვის სამი სწორკუთხა მკლავი და უაფსიდო, ასევე სწორკუთხა საკურთხეველი. აღმოსავლეთ სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავები თანაბარი სიღრმისაა, ხოლო დასავლეთისა და დანარჩენებზე ოდნავ გრძელია, რის გამოც აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი მცირედ სწარბობს სამხრეთ ჩრდილოთის ღერძს. მკლავების სივრცეები ერთმანეთისგან გამოყოფილია გუმბათქვეშა კვადრატის ოთხსავ კუთხეში გამოყვანილი პილასტრებით და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღებით.

საკურთხევლის აღმოსავლეთ კედლის შუაში განიერი და მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმელის ქვემოთ სამსაფეხურიანი ლავგარდანია, რითიც ეკლესიის ოთხივე მკლავის კედლებს შემოუყვება. მსგავსი ლავგარდანია მოწყობილი კამარების ქუსლის დონეზეც.ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია შიგნიდან და გარედან თორმეტწახნაგოვანი გუმბათი, რის საფუძველის დონეზე მოწყობილია რთლი პროფილის წრიული სარტყელი. გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის ყელის საფუძველზე გადადის აფრების მეშვეობით. გუმბათის ყელში 12 თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რათა ქვემოთ თით სწორკუთხა შეღრმავებული არეა.

გარედან ეკლესიის ოთხივე მკალვის კუთხეებს აუყვება, პილასტრისებრი შვერილი, ეებიც ჰორიზონტალური ვიწრო ლილეებით დანაწევრებულია რვა-რვა თანაბარი სიმაღლის კვადრატულ ნაწილად ამოღრმავებული სწორკუთხა არეებით შუაში. პილასტრები დაგვირგვინებულია მაღალი კაპიტელებით ლილეებითა და წრეთარგით. ანალოგიური პროფილისაა ლავგარდანიც. ფასადებიდან მხოლოდ ღერძული, ფრონტით დასრულებული ფასადებია გაფორმებული. სამხრეთ დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადები გაფორმების სისტემით და მორთლობის ელემენტებით ერთმანეთის ანალოგიურია. მსგავსადააა გაფორმებული აღმოსავლეთ ფასადიც, მხოლოდ აქ ფასადის ღერძზე, დანარჩენი ფასადებისგან განსხვავებით, შესასვლელის ნაცვლად სარკმელია, რომელიც მორთულია ორი, ერთმანეთისგან დაახლოებით 15 სანტიმეტრით დაცილებული, ნახევარწრიული ბოლოში ჰორიზონტალურგარდანაკეცებიანი თავსართით. ზედა თავსარის წვერში ორფერდა შემაღლება აქვს გამოყვანილი. ანალოგიურადაა მორთული შესასვლელებიც. ოთხივე ფრონტის შუა არეში გამოყვანილია პროფილირებულ ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი, თაღოვან ჩარჩოში ჩასმული მაღალი თაღოვანი ნიშა. ფრონტების ძირის დონეზე გამოყვანილია ერთმანეთზე მიბჯენილი ნახევარწრიული თაღებით გაფორმებული ფრიზი, რის ქვემოთ, ფასადის გვერდის ნაწილებში წყობიდან შვერილი აგურებით თითო ჯვარია გამოსახული. კედლები დასრულებულია მაღალი, პროფილირებული ლავგარდნით.

გუმბათის ყელი ორი ჰორიზონტალური სარტელით გაყოფილია სამ ნაწილად. მათგან ქვედა და შუა თითქმის თანაბარი სიმაღლისაა, ხოლო ზედა გაცილებით მაღალია. ქვედა ნაწილის წახნაები გლუვია. შუა ნაწილის ყოველ წანაგზე თითო სწორკუთხა შეღრმავებაა, ზედაში კი განიერი და მაღალი სარკმელი. სარკმლის ზემოთ რელიეფური ლილვით გამოყვანილი, ნახევარწრიული თავსართია, მის ზემოთ კი დეკორაციული თაღი, რებიც წახნაგს აგვირგვინებს.

გუმბათი გარედან სფერული სახურავითააა გადახურული.

ლიტერატურა რედაქტირება