E pluribus unum

(გადამისამართდა გვერდიდან ე პლურიბუს უნუმ)

ე პლურიბუს უნუმ (ლათ. E pluribus unum — ერთი მრავალთაგან) — აშშ-ის ნაციონალური დევიზია. ის თავდაპირველად მიუთითებდა 13 დამოუკიდებელი კოლონიის ერთ გაერთიანებულ სახელმწიფოდ ინტეგრაციას და შემდგომში დამატებითი მნიშვნელობა შეეძინა, იმიგრაციის შედეგად ამირიკის საზოგადოების პლურალისტური ხასიათის წყალობით. დევიზი პირველად 1776 წელს დიდი ბეჭედის კომიტეტმა შეარჩია ამერიკის რევოლუციის დასაწყისში. ამ ვარიანტის დევიზად შემოთავაზება პიერ იუჯინ დუსიმიტიერის იდეა უნდა იყოს.

E pluribus unum დატანილია აშშ-ის გერბზე.

1956 წელს "In God We Trust" (ღმერთის ჩვენ გვწამს) გახდა დამატებითი ნაციონალური დევიზი, თუმცა მან საწყისი დევიზე არ შეცვალა. მსგავსი დევიზი „In varietate concordia“ (ერთიანობა მრავალფეროვნებაში) მიღებულ იქნა ევროკავშირის მიერ 2000 წელს.

ფრაზის წარმოშობა

რედაქტირება

ფრაზა თავდაპირველად მოვიდა პოემიდან მორეტუმ (Moretum), რომელსაც ვირგილიუსს მიაკუთვნებენ, თუმცა მისი ფაქტობრივი ავტორი უცნობია, და ის ყველის, ნივრისა და სანელებელთა რეცეპტზე იყო. პოემის ტექსტში — color est e pluribus unus — აღწერს მრავალ ფერთა ერთში შერევას.

ეს ფრაზა ასევე გამოყენებულია წმინდა აუგუსტინეს კონფესიებში (397 – 398 წწ), წიგნი IV, რომელშიც მეგობრობაა აღწერილი.

ეს დევიზი კარგად იყო ცნობილი განათლებული ამერიკელებისთვის მე-18 საუკუნეში. ის ხშირად ფიგურირებდა „ჯენტლმენთა ჯურნალში“, რომელიც ყოველთვიურად იბეჭდებოდა ლონდონში 1731 წლიდან.

1994 წელს აზრთა წინააღმდეგობა გამოიწვია ფრაზის ალ გორისეულმა ინტერპრეტაციამ „ერთიდან, მრავალი“ ამერიკული იდენტიკის მულტიკულტურული მოდელის წამოწევისას საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში წარმოთქმულ სიტყვაში.

სხვა გამოყენება

რედაქტირება

ეს ფრაზა ასევე დევიზია პორტუგალიური ფეხბურთის გუნდის Sport Lisboa e Benfica მნიშვნელობით „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება